ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დროშის ფერებში წარსდგა. მის ჩაცმულობაზე საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ იზრუნა.
ფიცის დადების შემდეგ, სტუმრებმა თელავის თეატრში, საზეიმო მიღებაზე გადაინაცვლეს, ამის შემდეგ კი წინანდალში, სადაც ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის დახურული ვახშამი გაიმართა.
რა ხდებოდა ინაუგურაციაზე და საზეიმო მიღებაზე - დეტალები Ambebi.ge-ს სალომე გოგიაშვილმა და სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფის
თაკო ჩხეიძე:
- სალომეს პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობდი და ვულოცავ პრეზიდენტად არჩევას. რაც შეეხება ინაუგურაციას, როგორიც თავად არის, ისეთივე ინაუგურაცია ჰქონდა, ლამაზი და დახვეწილი. დიდი მადლობა მინდა ვითხრა თამრიკო და ბასა ფოცხიშვილებს, ასეთი ლამაზი სანახაობისთვის. სალომე ბრწყინავდა, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, ვიდექი ჩემთვის და ვფიქრობდი, როგორი სიმბოლური იყო მისი წინაპრებისთვის, რომ მათი შთამომავალი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ამაღელვებელი და ცივილური იყო ასევე, ბატონი გიორგი მარგველაშვილის და მისი ხელის ჩამორთმევა. ბატონმა გიორგიმ გადააბარა მას პრეზიდენტობა, მიულოცა და ამით მენიშნა, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგა.
- რა დეტალებში ჩაერია ქალბატონი სალომე ინაუგურაციის მზადებისას?
- მე როგორც ვიცი, ქალბატონი სალომეს სურვილი იყო სისადავე, ადგილიც თავად შეარჩია. აქტიურად იყო ჩართული ყველა დეტალში, სიტყვაც თავად დაწერა. გარდა იმისა რაც თქვა, მნიშვნელოვანი იყო, რომ კულტურაზე ხაზგასმით ისაუბრა. სამწუხაროდ, ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი, ამიტომ მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნია, ეს არის კულტურა. თუ ხელი შეეწყობა ქართულ კულტურას, ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს. ფიცის დადების შემდეგ, სტუმრებმა წინანდალში გადაინაცვლეს, სადაც დახურული ვახშამი შედგა მოწვეული, ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის. ქართულ-ევროპული საღამო იყო, რომელსაც ესწრებოდა პატრიარქი, მან სალომე დალოცა. რაც შეეხება ჩაცმულობას, ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყრუებოდა, ჯაბა დიასამიძის მწვანე კაბა ეცვა.
- მუსიკალურად ვინ აფორმებდა საღამოს?
- მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, სალომეს ძალიან უყვარს ქართული ცეკვა და სიმღერა, ამიტომ საღამოს ქართული ცეკვა და სიმღერა აფორმებდა, ასევე, შესრულდა საოპერო ნომრები. სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ.
- მხარდაჭერისთვის მადლობა გითხრათ?
- მე მასთან წლების მეგობრობა მაკავშირებს. მჯერა მისი და ამიტომ დავუჭირე მხარი და არა - მადლობისთვის. მჯერა, ჩვენი ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს. ნეგატივზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ასეთი ბინძური და ჭუჭყიანი კამპანია მე არ მახსოვს. მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა, ამ ქალს ბრალდებებისთვის ერთხელ არ გაუცია პასუხი. ეს ჩემთვის მისი დიდსულოვნების კიდევ ერთი მაგალითი იყო.
ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. სალომე ინაუგურაციაზე დახვეწილი კლასიკური სამოსით მივიდა. მას შავი ფერის შარვალი, ზედა და შუბა ეცვა.
- ძალიან გემოვნებით გაკეთებული ღონისძიება იყო. თავად ფაქტი, რომ ქალი პრეზიდენტი გვყავს, ძალიან კარგი და ლამაზია. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო კლასიკური სამოსი, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო სასიამოვნო სანახავს ხდიდა. რაც შეეხება საზეიმო მიღებას, ჩვეულებრივი თბილისური სიტუაცია იყო, სტუმრები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, შემდეგ ქალბატონი სალომეც მოვიდა და მას მიულოცეს ინაუგურაცია. სამწუხაროდ, გადარბენა მქონდა და საზეიმო მიღებაზე ცოტა ხნით დავრჩი. ქალბატონი პრეზიდენტი სტუმრების წინაშე ულამაზესი მწვანე კაბით წარსდგა, რომელიც ჯაბა დიასამიძემ შეუკერა. ყოველთვის მომწონდა მისი ჩაცმულობა და გუშინ განსაკუთრებულად დახვეწილად გამოიყურებოდა. განაგრძეთ კითხვა: