17 დეკემბერი, 2018
წინანდალში გამართული დახურული მიღების დეტალები - "სალომე ელეგანტურად გამოიყურებოდა, მწვანე კაბა ეცვა"
16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად აირ­ჩი­ეს ქალი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ფიცი ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლე­ში დადო.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში წარ­სდგა. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლმა დი­ზა­ი­ნე­რმა ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ იზ­რუ­ნა.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა თე­ლა­ვის თე­ატ­რში, სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს, ამის შემ­დეგ კი წი­ნან­დალ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თა.

რა ხდე­ბო­და ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე - დე­ტა­ლე­ბი Ambebi.ge-ს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის
წევ­რმა თაკო ჩხე­ი­ძემ მო­უყვნენ:

თაკო ჩხე­ი­ძე:

- სა­ლო­მეს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და ვუ­ლო­ცავ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ას, რო­გო­რიც თა­ვად არის, ისე­თი­ვე ინა­უ­გუ­რა­ცია ჰქონ­და, ლა­მა­ზი და დახ­ვე­წი­ლი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვი­თხრა თამ­რი­კო და ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლებს, ასე­თი ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის. სა­ლო­მე ბრწყი­ნავ­და, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზე იყო, ვი­დე­ქი ჩემ­თვის და ვფიქ­რობ­დი, რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რი იყო მისი წი­ნაპ­რე­ბის­თვის, რომ მათი შთა­მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ცი­ვი­ლუ­რი იყო ასე­ვე, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და მისი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა. ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გა­და­ა­ბა­რა მას პრე­ზი­დენ­ტო­ბა, მი­უ­ლო­ცა და ამით მე­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა სწორ გზას და­ად­გა.

Rating

- რა დე­ტა­ლებ­ში ჩა­ე­რია ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მზა­დე­ბი­სას?

- მე რო­გორც ვიცი, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს სურ­ვი­ლი იყო სი­სა­და­ვე, ად­გი­ლიც თა­ვად შე­არ­ჩია. აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა დე­ტალ­ში, სი­ტყვაც თა­ვად და­წე­რა. გარ­და იმი­სა რაც თქვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ კულ­ტუ­რა­ზე ხაზ­გას­მით ისა­უბ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არც ნავ­თო­ბი გვა­ქვს, არც გაზი, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც გაგ­ვაჩ­ნია, ეს არის კულ­ტუ­რა. თუ ხელი შე­ე­წყო­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ქვე­ყა­ნას დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს. ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი შედ­გა მოწ­ვე­უ­ლი, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის. ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი სა­ღა­მო იყო, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და პატ­რი­არ­ქი, მან სა­ლო­მე და­ლო­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბას, ელე­გან­ტუ­რად და დახ­ვე­წი­ლად გა­მო­იყ­რუ­ე­ბო­და, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მწვა­ნე კაბა ეცვა.

- მუ­სი­კა­ლუ­რად ვინ აფორ­მებ­და სა­ღა­მოს?

- მუ­სი­კა­ლურ მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ლო­მეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა, ამი­ტომ სა­ღა­მოს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა აფორ­მებ­და, ასე­ვე, შეს­რულ­და სა­ო­პე­რო ნომ­რე­ბი. სტუმ­რებს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

- მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გი­თხრათ?

- მე მას­თან წლე­ბის მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. მჯე­რა მისი და ამი­ტომ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი და არა - მად­ლო­ბის­თვის. მჯე­რა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კარ­გს გა­ა­კე­თებს. ნე­გა­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და, მაგ­რამ ასე­თი ბინ­ძუ­რი და ჭუ­ჭყი­ა­ნი კამ­პა­ნია მე არ მახ­სოვს. მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა, ამ ქალს ბრალ­დე­ბე­ბის­თვის ერთხელ არ გა­უ­ცია პა­სუ­ხი. ეს ჩემ­თვის მისი დიდსუ­ლოვ­ნე­ბის კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი იყო.

Rating

ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. სა­ლო­მე ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დახ­ვე­წი­ლი კლა­სი­კუ­რი სა­მო­სით მი­ვი­და. მას შავი ფე­რის შარ­ვა­ლი, ზედა და შუბა ეცვა.

- ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო. თა­ვად ფაქ­ტი, რომ ქალი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს, ძა­ლი­ან კარ­გი და ლა­მა­ზია. პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბას კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო სანა­ხავს ხდი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბას, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, სტუმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეც მო­ვი­და და მას მი­უ­ლო­ცეს ინა­უ­გუ­რა­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, გა­დარ­ბე­ნა მქონ­და და სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე ცოტა ხნით დავ­რჩი. ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ულა­მა­ზე­სი მწვა­ნე კა­ბით წარ­სდგა, რო­მე­ლიც ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ შე­უ­კე­რა. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და მისი ჩაც­მუ­ლო­ბა და გუ­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქალის ბედნიერება
ღმერთო გადაარჩინე საქართველო.
15:55 / 24-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS