11 დეკემბერი, 2018
როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი ცნობილი სახეები პლასტიკურ ოპერაციებამდე
პლასტიკურ ქირურგიას მრავალი ადამიანი მიმართავს და ამას დღეს არც არავინ მალავს. ადამიანები ქურურგიული დანის ქვეშ რამდენჯერმეც კი წვებიან იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ და გარეგნობა გაიუმჯობესონ.

საქართველოში, პლასტიკური ოპერაციების სტატისტიკური მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება და ყველაზე მოთხოვნად ოპერაციებად ცხვირის პლასტიკა და მკერდის გადიდება რჩება.

წარმოგიდგენთ ქართველ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც, როგორც ამბობენ, გარეგნობა ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიცვალეს. ზოგი ამას უარყოფს, ზოგიც ადასტურებს.

გადავხედოთ მათ ფოტოებს ოპერაციამდე და მას შემდეგ, დასკვნა კი თავად გამოიტანეთ, რამდენად შეესაბამება ჭორები სიმართლეს.

ნინა წკრიალაშვილი


image
ნინამ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ეს არასოდეს დაუმალავს. გადაცემა "პროფილში" მან იმ ოპერაციების სია ჩამოთვალა, რომლებიც გაკეთებული აქვს.

მკერდის აწევა-დაპატარევება, დუნდულა კუნთების აწევა, ტუჩების გადიდება, ცხვირის ოპერაცია (რინოპლასტიკა). ნინა ამბობს, რომ ამ ყველაფერს არ ნანობს, და თუ საჭიროება მოითხოვს, ქირურგიულ ჩარევებს ისევ მიმართავს.




ნანუკა გოგიჩაიშვილი

image

მოდელმა და "ვიცე მის საქართველო 2010"-მა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია წლების წინ, კონკურსამდე გაიკეთა. თუმცა, ამის შესახებ კომენტარი არასოდეს გაუკეთებია.


შორენა ბეგაშვილი

image
ულამაზეს შორენა ბეგაშვილს ზედა ტუჩი აქვს გადიდებული და როგორც ამბობენ, ცხვირის წვერის კორექციაც გაიკეთა. შორენა ამას არ ადასტურებს, თუმცა, არც არასოდეს უარყვია.


თამთა შედანია

image

"მის საქართველო 2012"-სა და მშვენიერ მოდელ თამთა შედანიას ცხვირის პლასტიკა აქვს გაკეთებული. მან ოპერაციას მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული აიღო. აღსანიშნავია, რომ თამთას ოპერაციამდეც არ ჰქონდა ცუდი ცხვირი, თუმცა, სხვაობა შესამჩნევია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS