ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უარყო ბრალდება ანტისემიტიზმში და კვლავ დაადასტურა თავისი გამონათქვამი მოშე კლიუგჰაფტის მიმართ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, მოგესალმებით.
- შალომ. როგორ ხართ?
- შალომ. არა გვიშავს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აი, თქვენ ანტისემტიზმში დაგადანაშაულეს, რადგან მოშე კლიუგჰაფტს, ისრაელელ პოლიტტექნოლოგს „ებრაელი აფერისტი“ უწოდეთ.
- მე ვთქვი, რომ ისრაელელი აფერისტი ქართველ აფერისტის დასახმარებლად მივიდა და რომ ეს აფერისტთა საერთაშორისო კონსორციუმია-მეთქი. მე შემიძლია ჩემი ნათქვამი დავადასტურო. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ნათქვამი ებრაელებს რამენაირად ეხება. აფერისტები სხვადასხვანაირები არიან. მაგალითად, ამერიკელი აფერისტი პოლ მანაფორტი, ქართველი - ბიძინა ივანიშვილი, ისრაელელი - მოშე კლიუგჰაფტი. ასეთი ადამიანები ბევრ ქვეყანაშია და ვთვლი, რომ ჩემთვის ანტისემტიზმის დაბრალება, უბრალოდ, უხამსი ქმედებაა. გადახედეთ ჩემს ცხოვრებას: მე სინამდვილეში მოსიარულე ინტერნაციონალისტი ვარ. როცა პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენს მთავრობაში იყო თავდაცვის მინისტრი, ქართველი ებრაელი დავით კეზერაშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად თემურ იაკობაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარია. ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს ჩემი სამი მოადგილე ებრაელი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი რძალი ებრაელია და შვილიშვილებიც ებრაელები მეყოლება. აბა, როგორი ანტისემიტი ვარ? განა ჩემთვის ანტისემიტობის დაბრალება შეიძლება?
- მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ებრაული თემის ბევრი წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილის ბანაკში აღმოჩნდა. თქვენი აზრით, ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი იმას, რომ თავის დროზე თქვენ ცუდი ურთიერთთობა გქონდათ ბადრი პატარკაციშვილთან?
- მაშინ მე ვიტყოდი, რომ ბადრი პატარკაციშვილის დროს მთელ ისრაელში იქაურმა ქართველებმა ბილბორდები დადგეს, წარწერით: „ჩვენ მხარს ყველა მიშას ვუჭერთ“. ბადრი პატარკაციშვილმა აშდოდში ვიღაც პროვოკატორები გაგზავნა ებრაელთა კრებაზე (სხვათა შორის, იმ ქალაქში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი), მაგრამ იმ პროვოკატორებს თვითონ კრების მონაწილეებმა გასცეს პასუხი... მინდა, ისრაელის მიმართ ისევ ჩემს დამოკიდებულებაზე ვთქვა: როცა ჰაიფას ბომბავდნენ, ყველა ლიდერმა ვიზიტი გადადო, მე განგებ ჩავედი ჰაიფას უნივერსიტეტში, ლექცია წავიკითხე და საპატიო დოქტორის წოდებაც მომანიჭეს.
- მოდით, არჩევნების შედეგებზე ვისაუბროთ. ბევრის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა კი არ მოიგო, არამედ მიხეილ სააკაშვილმა წააგოო. როგორ ფიქრობთ, თქვენმა განცხადებებმა საქართველოში დაბრუნების თაობაზე წყალი ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ დაასხა?
- არა და არა, ეს ბლეფია. ჩემი აზრით, მთავარი, რაც მოხდა, ისაა, რომ მასობრივი გაყალბება დაფიქსირდა. ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაც არსებობს. ასეთი ცუდი დასკვნა თვით ედურად შევარდნაძის დროს ჩატარებულ არჩევნების შემდეგაც არ გაკეთებულა (...) ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ აღიარებს. ჩვენ შევეცდებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და მთავრობა გადადგეს, ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად და ამას არასდროს არ გავაკეთებთ. ჩვენ საქართველოში დემოკრატიას დავაბრუნებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინმა ისეთი წესი დანერგოს, როგორიც რუსეთში და კიდევ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში დანერგა... საქართველოში ჩასული იყო ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელი პოლიტიკოსი, პრორუსულად განწყობილი პიროვნება, რომელიც ჯერ ვლადიმერ პუტინთან სტუმრობდა, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს და არჩევნებს მასთან ერთად აკვირდებოდა. ჩემი აზრით, ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და მიმაჩნია, რომ ქართულ არჩევნებში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება. პირველი, ვინც სალომემ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, კონსტანტინე კოსაჩოვი იყო. ასე რომ, საქმე გვაქვს გეოპოლიტიკურ თამაშებთან და ეს ყველაფერი ჩემთან არანაირ კავშირში არაა.
დმიტრი დუბოვი, მიხეილ სააკაშვილი ფოტო: დმიტრი დუბოვი, მიხეილ სააკაშვილი თვითონ განსაჯეთ: გამოკითხვების მიხედვით, მე ოთხჯერ მეტად ვარ პოპულარული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, მას მხოლოდ 18%-იანი რეიტინგი აქვს. როგორ შეიძლება ასეთი პოპულარობის მქონე ადამიანმა არჩევნები მოიგოს? კარგი, 2012-ში კიდევ მესმის, მაშინ პოპულარობით სარგებლობდა და დაპირებები დაარიგა, მაგრამ ახლა?! იგი სძულთ და არჩევნებს მოიგებდა? ქართველი ხალხი ამას არ „ჩაყლაპავს“... ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლება მშვიდობიანად შევცვალოთ. განაგრძეთ კითხვა: