10 დეკემბერი, 2018
როგორ გამოიყურება მაღალანაზღაურებადი ქართველი სელებრითების საახალწლო ნაძვის ხეები (ფოტოები)
ახალი წლის მოსვლამდე რამდენიმე კვირა დარჩა. თბილისის ქუჩებში საახალწლო განწყობა ასე თუ ისე უკვე იგრძნობა. საახალწლო სამზადისი დაიწყეს ქართველმა სელებრითებმაც.

მართალია ყველა ოჯახში, საახალწლო ნაძვის ხე ჯერ არ აუწყვიათ, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს და ერთად გადავავლოთ თვალი იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც სახლი თუ სამუშაო გარემო საახალხლოდ უკვე მორთო.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანია, რომელმაც სახლი საახალწლოდ მორთო. მის სახლს პატარა ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა ამშვენებს. ფოტო სოციალურ ქსელში, ნანუკას ვაჟმა, საბა კოდუამ გამოაქვეყნა.

Rating

რამდენიმე დღის წინ ნაძვის ხე მომღერალმა ნინო ჩხეიძემ მორთო. ნინომ ნაძვის ხე ჯერჯერობით სტუდიაში ააწყო.

Rating
Rating



წელს პირველად შეხვდება ახალ წელს მოდელ თამო ვაშალომიძის ქალიშვილი სოფია, ამიტომ თამომ სახლი განსაკუთრებულად ლამაზად მორთო და მისაღებ ოთახში უზარმაზარი ნაძვის ხე დადგა. სახლის საახალწლოდ მოსართავად თამომ დიზაინერი დაიქირავა.

Rating


სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჟურნალისტ ხატია მოისწრაფიშვილის საახალწლო ნაძვის ხე. მისი სახლი და საახალწლო ნაძვის ხე ულამაზესია.

Rating

წელს უკვე გათხოვილი ქალის ამპლუაში ახალ წელს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვა ხვდება. თაკო 2019 წელს შეხვდება ვენაში, სადაც ქმართან, პროდუსერ ბორისლავ მილანოვთან ერთად ცხოვრობს. თაკომ და ბორისლავმა საახალწლო ნაძვის ხე ჯერ კიდევ ნოემბერში ააწყვეს. მათთვის 2019 განსაკუთრებული წელია, რადგან პირველ შვილს ელოდებიან. 

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
...
და...სადაა ნინო ბადურაშვილის ნაძვის ხე? თუ სელებრითი არ არის, რა ხდება?
14:25 / 11-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS