მართალია ყველა ოჯახში, საახალწლო ნაძვის ხე ჯერ არ აუწყვიათ, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს და ერთად გადავავლოთ თვალი იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც სახლი თუ სამუშაო გარემო საახალხლოდ უკვე მორთო.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანია, რომელმაც სახლი საახალწლოდ მორთო. მის სახლს პატარა ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა ამშვენებს. ფოტო სოციალურ ქსელში, ნანუკას ვაჟმა, საბა კოდუამ გამოაქვეყნა.
წელს პირველად შეხვდება ახალ წელს მოდელ თამო ვაშალომიძის ქალიშვილი სოფია, ამიტომ თამომ სახლი განსაკუთრებულად ლამაზად მორთო და მისაღებ ოთახში უზარმაზარი ნაძვის ხე დადგა. სახლის საახალწლოდ მოსართავად თამომ დიზაინერი დაიქირავა.
სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჟურნალისტ ხატია მოისწრაფიშვილის საახალწლო ნაძვის ხე. მისი სახლი და საახალწლო ნაძვის ხე ულამაზესია.
წელს უკვე გათხოვილი ქალის ამპლუაში ახალ წელს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვა ხვდება. თაკო 2019 წელს შეხვდება ვენაში, სადაც ქმართან, პროდუსერ ბორისლავ მილანოვთან ერთად ცხოვრობს. თაკომ და ბორისლავმა საახალწლო ნაძვის ხე ჯერ კიდევ ნოემბერში ააწყვეს. მათთვის 2019 განსაკუთრებული წელია, რადგან პირველ შვილს ელოდებიან.