28 თებერვალი, 2014
რატომ გაიქცა პირდაპირი ეთერიდან სალომე ტეტიაშვილი
პრეტენზია არასდროს გამომითქვამს. ხომ ვხედავდი, რის ფასად შრომობდა დედა, უმადური უნდა ვყოფილიყავი, უკმაყოფილება გამომეხატა სალომე ტეტიაშვილის ინტერნეტსივრცეში გამოჩენას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ნაწილი აღფრთოვანებულია მისი სუფრასთან ნამღერი ქართული თუ უცხოური სიმღერებით, ნაწილი აკრიტიკებს და უნიჭოსაც კი უწოდებს. თავად სალომე მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრი აქვს სასწავლი ამ კუთხით, ასარჩევი აქვს ჟანრი, რომელშიც გააგრძელებს სიმღერას. ამისთვის კი პედაგოგი სჭირდება. პედაგოგის აყვანა 19 წლის შემსრულებლისთვის ფუფუნებაა. ის დედასთან ერთად ერთ ოთახში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. სალომეს დედას, ქალბატონ თამარს, ''რუსთავი
2''-ის მაყურებელი კარგად იცნობს. ის უკვე წლების განმავლობაში ამ ტელევიზიას ერთგულად ემსახურება, ოთახებს ალაგებს და ''კომედი ჯგუფის'' სკეტჩებშიც მონაწილეობს.

- სალომე, სულ თავიდან დავიწყოთ, იმ ასაკიდან, როცა მამა თქვენთან იყო...
- მამას ჩვენამდე ოჯახი ჰქონდა. იმ ოჯახიდან ჰყავს შვილი. დიდი ძმა მყავს. მერე ისე მოხდა, რომ მამამ დედა გაიცნო და ძალიან დიდხანს იყვნენ ერთად. მთლიანობაში დედასა და მამას ურთიერთობა 25 წელს ითვლის. დედა 23 წლის გათხოვდა, 38 წლის იყო, მე რომ გავჩნდი. მამა დედაზე 8 წლით უფროსია. კარგად მახსოვს მამა. თბილი და მოსიყვარულე იყო, ოჯახის საყრდენი. მაშინ სახლი გვქონდა. მერე გარკვეული პრობლემების გამო ბინა გავყიდეთ და ერთი წლის განმავლობაში მამას წასვლამდე ქირით ვცხოვრობდით. მალე მამა ძველ ოჯახს დაუბრუნდა და ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა.
- რას ამბობს დედა, რა იყო დაშორების მიზეზი? გახსოვს მშობლების კამათი?
- არა, არ მახსოვს. დედასაც არასდროს უხსენებია მამა ჩემთან აუგად. ყოველთვის კარგს ამბობდა მასზე. ასეა დღემდე. ამიტომ იყო მოულოდნელი მისი წასვლა ჩვენგან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მამა ყოველდღე აღარ მოდიოდა სახლში. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდიოდა. შემდეგ ეს შუალედები გაიზარდა და ბოლოს წავიდა.
- როდის გაგიჩნდა შეკითხვა, სად არის მამა?
- 7-8 წლის ასაკში. სკოლაში მამები რომ აკითხავდნენ ბავშვებს, ზოგჯერ დედის მაგივრად მოდიოდნენ კრებებზე, მაშინ გამიჩნდა კითხვები. შინაგანად სიცარიელეს ვგრძნობდი. არასდროს მოვუტყუებივარ დედას, რომ მამა მივლინებაშია ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მალე ჩამოვა. თავიდანვე ვიცოდი, რომ მამა ჩვენთან ერთად არ იქნებოდა.
- როგორ ანუგეშებდი დედას ამ წლების განმავლობაში?
- შეიძლება, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ არასდროს დამჭირვებია ასეთი რამ. იმდენად ძლიერად იდგა ყოველთვის დედა, ისე ეჭირა თავი... 19 წლის ვარ და დედაჩემის ცრემლები დღემდე არ მინახავს.
- დედას ''რუსთავი 2''-ის გარდა სხვა სამსახური ჰქონია?
- როგორ არა. არაერთ მაღაზიაში უმუშავია, კავშირგაბმულობის კომპანიაში, მაგრამ პატარა პერიოდებით. ''რუსთავი 2''-ში წლებია მუშაობს.
- უმუშევრობის პერიოდი გახსოვს?
- არა. ალბათ იმიტომ, რომ დედას არანაირი სამსახური არ უთაკილია. როცა პატარა შვილი გყავს და არავინ გიდგას გვერდში, არც ნათესავი, არც ახლობელი, არც ქმარი, არაფერზე აღარ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ შვილს ელემენტარული საარსებო პირობები შეუქმნა.
- შენს თანატოლებს კარგად რომ ეცვათ, ძვირად ღირებული ტელეფონები ეკავათ, ალბათ, მაინც გწყდებოდა გული შენს შესაძლებლობებზე.
- რა თქმა უნდა, გული მწყდებოდა, მაგრამ პრეტენზია არასდროს გამომითქვამს. ხომ ვხედავდი, რის ფასად შრომობდა დედა, უმადური უნდა ვყოფილიყავი, უკმაყოფილება გამომეხატა. უფრო მეტად იმაზე მწყდებოდა გული, დაბადების დღეებს რომ იხდიდნენ ჩემი თანატოლები ან საზღვარგარეთ მიდიოდნენ პროგრამებით სასწავლებლად. მატერიალური ღირებულებები, ჩასაცმელი, ტელეფონი, იმდენად მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა ჩემთვის.
- დედა მღერის?
- კი, სახლში ვმღერით ხოლმე. გიტარაზე ცოტა ცუდად ვუკრავ, მაგრამ ვახერხებ (იღიმება).
- გიტარა ვინ გიყიდა?
- ჩემი დანაზოგით ვიყიდე. სკოლა რომ დავამთავრე, ზედმეტად კრიზისული პერიოდი გვქონდა. გადავწყვიტე, ოჯახს რაღაცით მეც დავხმარებოდი და მაღაზიაში მუშაობა დავიწყე. დღეში 12 საათს ვმუშაობდი, ღამეც მიწევდა მორიგეობა. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სწორედ მაშინ ხელფასიდან დანაზოგს ვაკეთებდი და რამდენიმე თვეში შევიძინე გიტარა.
- კომპიუტერიც ასე შეიძინე?
- არა. კომპიუტერი კლასელებმა დაბადების დღეზე მიყიდეს. მაშინ 11 წლის ვიყავი. კლასელებში და ზოგადად მეგობრებში ძალიან გამიმართლა. არასდროს მყოლია ისეთი წრე, ზემოდან რომ გიყურებენ იმის გამო, რომ მათ შენზე მეტი შესაძლებლობა აქვთ. მეგობრების წყალობით მიცნობს დღეს ხალხი. პირველი ვიდეო სწორედ ბესო როსტიაშვილმა გამოაქვეყნა ისე, რომ მეც არ ვიცოდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მეორე ინტერნეტბუმიც ბესოს დაბადების დღიდან დაიწყო, სწორედ მის დაბადების დღეზე გადაღებულ ვიდეოებს აზიარებენ დღეს ''ფეისბუქზე''. ამას მოჰყვა ტელევიზიები, ჟურნალისტები, შემოთავაზებები. რომ არა ჩემი მეგობრები, თვითონ ამას ვერ გავაკეთებდი.
- ვიცი, რომ საოცრად გეშინია კამერის, სცენის...
- სცენის არა, კამერის შიში მაქვს. მეგობრების წრეში, კარაოკებარებში ან სხვა სცენაზე თავისუფლად ვარ, მაგრამ კამერის დანახვისას ვიბნევი. ახლა ნელ-ნელა დავძლიე ეს შიში.
- ''იმედის'' ''დღის შოუში'' ამის გამო სცენაც კი დატოვე...
- ჰო, ეს იყო ჩემი პირველი ტელეეთერი და თან პირდაპირი. საშინელება დამემართა. ნერვიულობისგან ხმა ჩამიწყდა. იძულებული გავხდი, სიმღერა შემეწყვიტა და სცენიდან ჩამოვსულიყავი. ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერიდან გავიქეცი (იცინის). მერე კი დამაბრუნეს და პატარა ინტერვიუც ჩავწერეთ, მაგრამ ეს დღე მწარედ მახსოვს. ამიტომაც ვერ ვავლენ თავს კონკურსებზე. არასდროს გამიმართლა მუსიკალურ კონკურსებზე, ვერასდროს გავედი ფინალში. შიდატურებსაც რომ გავდიოდი, მიკვირდა.
- ხელი ხომ არ ჩაიქნიე?
- არა. 20-ჯერ რომ მომიწიოს ცდამ, ვცდი. თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. ბუნებით ოპტიმისტი ვარ.
- სალომე, არიან ისეთებიც, ვისაც შენი ნამღერი არ მოსწონს და ბრაზდება კიდეც იმის გამო, რომ ამდენი ნახვა გაქვს ''იუთუბზე''...
- არ მიკვირს, ყველას ხომ ვერ მოეწონები. ამბიციური არ ვარ. ჩემი ვიდეოები ვარსკვლავობისთვის გამიზნული არც ყოფილა. ეს იყო სუფრაზე, მეგობრების წრეში გადაღებული სიმღერები. თავიდან ცოტა ვბრაზდებოდი კიდეც, სერიოზულად რომ მაფასებდნენ. ასეთი კომენტარიც ამოვიკითხე, ამდენი სმით გალოთდებითო, წერდნენ (იცინის). თუ სუფრასთან ზიხარ, იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სვამ. თან ისე მაფასებდნენ, თითქოს ლა სკალაში ოპერის არიას ვმღეროდი. ზედმეტად ემოციური ვარ, თავიდან ვბრაზდებოდი, სოციალურ ქსელში ვპოსტავდი, რა გჭირთ, რატომ მერჩით-მეთქი. მერე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. ის არის ზუსტად მაგარი, რომ აი, ასეთი უბრალო ნამღერით შემიყვარა ხალხმა. რაც უნდა მაგარი იყო, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგაკრიტიკებს, ამას უნდა მივეჩვიო. ჩემთვის ყველაზე მაგარი ჯგუფია ''ქუინი'' და სამი ათასი ''დისლაიქი'' აქვს ხოლმე.
- კიდევ რომელი მომღერალი მოგწონს?
- ლარა ფაბიანია ჩემი პრინცესა (იღიმება). რომ ვამბობ, არავის სჯერა, ქართული სიმღერა არასდროს მიმღერია. ძირითადად, ინგლისურენოვან სიმღერებს ვასრულებ. უბრალოდ, ინტერნეტით ქართული სიმღერა გავრცელდა და ყველა მეუბნება, ქართულს მიაწექიო (იცინის).
- რა ჟანრში უნდა დაიმკვიდრო თავი?
- ამას პედაგოგი სჭირდება, რომ მიმართულება მომცეს. შეიძლება მე მეგონოს, რომ რაღაცას კარგად ვმღერი და სულ არ იყოს ეს ჩემი ყელისთვის კარგი. პედაგოგი მხოლოდ ორი თვე მყავდა, ისიც სხვისი დაფინანსებით. საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და შესაბამისად, ვერ შევძელი.
- სალომე, შეყვარებული ხარ?
- კი. მეგობრობით დაიწყო ყველაფერი. ათი თვეა, რაც შეყვარებული ვარ. ჩემი რჩეული ბიზნესადმინისტრირებაზე სწავლობს. არ მღერის.
- შენს პროფესიაზე რას ფიქრობ?
- ესეც ფინანსების წყალობით ვერ მოვახერხე. აბიტურიენტობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, დღეს ჩემი ძირითადი პროფესია სიმღერაა და ამით მინდა გავიკვალო გზა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
ნინო
ძალიან საყვარელი და მაგარი გოგო ხარ, დიდი მომავალი გაქვს, ამიტომ იარე ძლიერად არაფერს შეუშინდე შენ დიდ წარმატებებს მიაღწევ მე ამის მხერა
16:29 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
არ ვიცი წაიკითXავს თუ არა კომენტარს,რომელსაც დავწერ,მაგრამ ორი სიტყვით.ძალიან დიდიბედიერებას გისურვებ და მორიდება რომდაგჭირდება ,სხვას არავის ენდო, დაკიდევ არცბიჭები და არც გოგოები ახლა დამეგობრებული არ იქნება კარგი,ოპულარობით ბევრიგაფუჭებულა. მთავარია იყავი მორიდებული ,მამა ი არ უნდა მიიღო, უნდაეურთიერთო. ხანდახან მაგრამასეთი ნაძირალა კაცისგან ..არ უნდა მიიღო არაფერი და არც უნდა დაელაპარაკო.ა ი,მიმეტევებელი და კეთილიბუნებაა ზუსტად,რისიიმედიც აქვთ. არამგონია მაგ ადამაინს რამეადამაინური და კარგი ქონდეს შერჩენილი. მოერიდე ასეთ ხალხს.
17:29 / 26-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
წინ იარე უკან არმოიხედო შვილო. აი ნახე როგორი მომღერალი დადგები.
22:23 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ახლა გამოგიჩნდება მამა, წარმატებული შვილი მოსწონთ .... ასეა ხოლმე ხშირად, ღმერთმა დაგლოცოს და დიდხანს გიცოცხლოს დედა...
01:36 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან მაგარი გოგო ხარ მაგარი ხმა გაქ ! უნიჭიერესი ადამიანი ხარ ! გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს
22:55 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
როზა ხუჭუა
ჯერ სად ხარ ყველაფერი წინ გაქვს, ყველაფერს დაძლევ და ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ისწრაფე წინსვლისათვის და გამარჯვებისთვის.
08:41 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სემი
ძალიან კარგი გოგო ხარ, სალომე. ხმაც გენიალური გაქვს და სმენაც. კეთილი და კარგი ადამიანი ხარ. ყველაფერ საკუეტესოს გისურვებთ შენ და შენს დედიკოს. ღმერთმა ულევი ბედნიერება მოგცეთ. ყველაფრის ღირსი ხარ და იმედია დიდ წარმატებას მიაღწევ. ბედნიერი ყოფილიყავი.
04:53 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
რატი
რა ლამაზი ხარ შე ჯიშიანო შენა ჰა.. :)
14:01 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ჯერ ყველაფერი წინ გაქ ჩემო კარგო,უფალი აუცილებლად გადმოგხედავს.წარმატებები.
22:32 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ძალიან მაგარ გოგოა , ყველაფრის მიუხედავად მაიც ოპტიმისტურად უყურებს ცხოვრებას ბევრი ამას ვერგაუძლებდა..... მის ნამღერზე არშეიძლება ადამიანმა პრეტენზია გამოთქვას ))
00:55 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS