ერთ-ერთი ადგილობრივი სპეცოპერაციის დეტალებს "ინტერპრესნიუსთან" იხსენებს. მისი თქმით, პრეზიდენტის სიძე საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე გუშინ რამდენჯერმე ნახა, თუმცა, საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.
“პოლიციის მოსვლის ხმა გუშინ ღამის პირველ საათზე გავიგე. ხმაური და ყვირილი იყო, თუმცა, სროლის ხმა არ ყოფილა. ვინ არის მეორე პირი, ვისი დაკავების შესახებაც შევიტყეთ, არ ვიცი”, -
ადგილობრივების ინფორმაციით, ამაშუკელის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა, სადაც მინდია გოგოჭური დააკავეს, მას ნაქირავები ჰქონდა.
როგორც ჟურნალისტებს ბინის მეპატრონემ განუცხადა, მისი საცხოვრებელი ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა.
„არაფერი საეჭვო წყვილს არ ეტყობოდა“, - განაცხადა ბინის მეპატრონემ. ამასთან, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე პირის ინფორმაციით, გოგოჭურს ბინაში ჰქონდა იარაღი, რომელიც პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარა.
კორპუსის მცხოვრებთა ნაწილის თქმით, ისინი მინდია გოგოჭურს არ იცნობდნენ და რამდენადაც მათთვის ცნობილია, პრეზიდენტის სიძე კორპუსში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომლებიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას, ბინიდან გადაყარეს. განაგრძეთ კითხვა: