30 ნოემბერი, 2018
მომღერლობიდან ბათუმის მერის მოადგილეობამდე - სოფო ხალვაშის სტილის ევოლუცია (ფოტო)
სოფო ხალვაშს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა კონკურსმა „იურმალამ“, რომელიც 2006 წელს ლატვიაში გაიმართა. სოფო ფინალში გავიდა და მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ ფესტივალმა „ახალმა ტალღამ“ საკმაოდ გაზარდა მისი წარმატება და ცნობადობა არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ამ კონკურსში.

ქართველი მომღერალი "ევროვიზია 2007"-ზე იყო საქართველოს წარმომადგენელი; ასევე, პირველი შემსრულებელი ამ კონკურსში საქართველოდან სიმღერით „Visionary Dream“ ("წარმოსახვითი ოცნება").

Rating

ალბათ, დამეთანხმებით, საკმაოდ შეაყვარა მსენელს თავი სოფომ. ძალიან პოპულარული იყო. შეიძლება
ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იმ პერიოდში, მაგრამ შემდეგ საერთოდ „გაქრა“ შოუბიზნესიდან, რაც შეიძლება, მის დაოჯახებას დავუკავშიროთ.

ბოლო წლებში, სოფო აქტიურად ჩანდა ტელესივრცეში, რადგან ბათუმის ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა.

Rating

სოფო ხალვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, "აჭარის ტელევიზიაში" სხვადასხვა გადაცემის წამყვანად მუშაობდა. ის ტელეეთერიდან მას შემდეგ წავიდა, რაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

Rating

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. როგორც ხალვაშმა ჟურნალისტებთან თქვა, მან ეს შემოთავაზება რამდენიმე ხნის წინ მიიღო, თუმცა, დღევანდელ დღემდე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. იხილეთ ფოტოები:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS