გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ქეთა თოფურია და რეპერი გუფი დაშორდნენ, მათ შორის ურთიერთობის დასრულების შესახებ არსებული ჭორები მომღერალმა თავადაც დაადასტურა და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამ თემაზე პირველად ესაუბრა.
"არ ვიცი, შესაძლოა, იმის შესახებ, რომ მარტოობის ძალიან მეშინია, ადრეც მისაუბრია, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მარტო არასდროს ვრჩებოდი, ახლა კი, ვაანალიზებ, რომ შეცდომაა, გეშინოდეს საკუთარ თავთან შეხვედრის... ახლა ჩემთვის კომფორტული გახდა მარტოობა, ზოგჯერ მოსაწყენია, მაგრამ დავუმეგობრდი საკუთარ თავს, ვისწავლე მისი მოსმენა და ძალიან დიდი სურვილი
მაქვს, რომ თითოეულმა თქვენგანმაც საკუთარ თავთან თუნდაც ერთი საათი მაინც გაატაროს დღეში", - დაწერა მან.
განაგრძეთ კითხვა: