28 ნოემბერი, 2018
"ჩემი ნათესავებისთვის არც ბიზნესი ჩამოურთმევიათ და არც ციხეში ჩაუყრიათ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს"
საარჩევნო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა. ექსპერტთა დიდი ნაწილის თქმით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ნეგატიური პოლიტიკური პროცესი ქვეყნის ისტორიაში, რომლის დროსაც არაერთი წითელი ხაზი გადაკვეთეს პოლიტიკოსებმა თუ მედიის წარმომადგენლებმა. უამრავი სიბინძურე ამოტივტივდა, რამაც ამომრჩეველი დააბნია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აღიარებულმა ხელოვანებმა თავიანთი მოსაზრება გაგვიზიარეს...

თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:
- როგორ შეიძლება "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან ვინ მოაბრუნებს, ან მაშინ რა უნდოდა სააკაშვილს, როცა იყო?! პოლიტიკაზე არ მსურს საუბარი და დამანებეთ თავი!

თემურ წიკლაური,
მომღერალი:

- ყველა ხელისუფლება ერთნაირია... წაკითხული გექნებათ რომის იმპერიის ხელისუფლებაზე, ეგვიპტის ფარაონებზე... ზუსტად ასეთები იყვნენ ისინიც. მე ასე ვფიქრობ, რომ არათუ დღევანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის, საერთოდ ხელისუფალთა შორის არ არის არანაირი განსხვავება! ამიტომ არც მინდა მაგათი "მოღვაწეობის" შეფასება...

იმედა კახიანი, მსახიობი:
- "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, ამის იმდენი მიზეზია, ჩამოთვლა გამიჭირდება... ყველაზე მეტად, რაც მაშფოთებდა და მაღიზიანებდა მათი მმართველობის დროს, საერთოდ არ იყო ადამიანის უფლებები დაცული, ადამიანი უარყოფილი იყო!

მართალია, ჩემი ახლო ნათესავებისთვის არ წაურთმევიათ ბიზნესი და ციხეებში არ ჩაუყრიათ, მაგრამ ქვეყანაში რაც ხდებოდა, კარგად ვიცი! ვისაც რა უნდოდა მაგ დაჯგუფებიდან, იმას ჩადიოდა! ეს არის ჩემი ყველაზე დიდი აღშფოთების და წინააღმდეგობის მიზეზი! არასოდეს დამავიწყდება სულხან მოლაშვილის სახე! მის კადრებს რომ ნახავს ადამიანი, მითხარით, რა ჭკუაზე დადგება?! ადამიანებს ღირსებას ართმევდნენ! კაცს რომ კაცობას წაართმევ, ბევრად ჯობია მოკლა, ვიდრე ისევ აცოცხლო! ამბობენ, შევცდითო და ადამიანების დახოცვა შეცდომაა, კაცო?! 26 მაისს რაც მოხდა, თურმე შეცდომა ყოფილა?! განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS