26 ნოემბერი, 2018
„ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი ქეთის პანაშვიდისთვის ემზადება – ტოპკომენტარები
„ჩემი ცოლის დაქალების“ ქეთისა და ზაზას ოჯახურ ცხოვრებაში ექიმის შემოჭრამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ახალი სერიის ანონსში ექიმი და ქეთი საწოლში ერთად წვანან, რამაც კომენტარების წვიმა მოყვა „ჩცდ“-ს „ფეისბუქის“ გვერდზე.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებზეც იხალისებთ, თუმცა, ზოგეირთი მათგანი სერიოზულადაც კია დაწერილი. ეს საყოველთაო აღშფოთება გვაგონებს კიდეც ერთ ეპიზოდს პოპულარული სერიალიდან, როცა დათოსა და სტომატოლოგ ნათიას რომანის გამო მსახიობ ნინო მუმლაძეს მაყურებლები განუწყვეტლივ საყვედურობდნენ.

„სექსი გააკეთეს?“

„ოჯახი დიდი მწუხარებით იუწყება ქეთის გარდაცვალებას. პანაშვილი სამშაბათს და ოთხშაბათს, 7
საათზე. გამოსვენება ხუთშაბათს, 2 საათზე“

„რუსთავი 2 პარასკევს ამაზე საინტერესო მაინც არაფერი მოხდება და ღმერთი არ გაგიწყრეთ და ბოდიში, დღეს არ გავა ეთერშიო, არ დაგვიწეროთ“

„ქეთიიი, შენ ყოფილხარ უშიში, ვითარცა უხორცო“

„ჩემს თავზე ვიფიქრებდი და ქეთიზე ვერა“

„ვახ ბიჭოს რა მძიმე კვირა გველის წინ, აქეთ არჩევნები, აქეთ ქეთის კუკუნობა, ცაგარელმა რატომ არ გაგვაფრთხილა, კოსმოსშიც ვისი ეტლი ვის მარხილშია ვერ გაიგო ეტყობა, ქაოსი ევრივეაა“

„ახლა მერაბის ცოლის გაბახებაღა დარჩა და სერიალს სახელი გადაარქვით “ ჩემი ცოლის ბ… დაქალები""

„ორივეს ისეთი სახე აქვს, მგონი, რისთვისაც შეიკრიბნენ ლოგინში, არ შედგა“

„ქართული მენტალობა. დაიწყეს ქალის განადგურება. იმ ქალს რა ბექგრაუნდი აქვს, აღარ აინტერესებს საზოგადოებას. ოჯახში ადამიანად რომ არ თვლიან“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS