26 თებერვალი, 2014
სკანდალური ინტერვიუ გოგონასთან, რომელიც ქუთაისში თეთრ ხიდთან გაშიშვლდა...
ამ ბიჭს ცხოვრება გაუმწარეს, ყოველდღე სცემდნენ და ბოლოს საქართველოდან გააქციეს. ახლა გერმანიაში ცხოვრობს ორი წლის წინ ტელევიზიებში საინფორმაციო გადაცემები ერთი და იმავე ამბით დაიწყო. ქუთაისელ ფოტოგრაფ რობერტო ქველინის სასტიკად სცემეს. მიზეზი კი თეთრ ხიდზე გადაღებული ფოტოსესია გახლდათ. კონკურსში ''მე და ჩემი ქალაქი'' მონაწილეობის მისაღებად რობერტომ მეგობარი გოგონა შიშვლად გადაიღო. თანაქალაქელებმა სწორედ ეს არ აპატიეს და ახალგაზრდა ხელოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონა, რომელიც მაშინ ფოტოობიექტივის წინ შიშვლად პოზირებდა, სოფია შადრიგინა გახლდათ. სოფია ახალგაზრდა პოეტია. მიუხედავად ასაკისა, რთული
ცხოვრებისეული გზა აქვს გავლილი. მისი ერთ-ერთი ლექსი, რომელიც პორნოპოეზიის ჟანრს ეკუთვნის, ''ქარი ხეებს ანგრევს, ქარი დედას იტყ...ს'', სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

- სოფია, შენ შესახებ მოგვიყევი...
- ერთი არაჩვეულებრივი გოგონა ვარ, თბილისელი, უფულო... ხელოვანი ვარ, პოეტად მიცნობენ, მაგრამ ლექსი შეიძლება, წელიწადში ერთხელ დავწერო. ვხატავ, ვწერ, ვცეკვავ. 22 წლის ვარ, ჩემი ოჯახი ორი ბებიისა და ორი შვილისგან შედგება. მშობლები ბავშვობაში გარდამეცვალნენ. ქმარს გაცილებული ვარ. უფროსი გოგონა 5 წლისაა, უმცროსი - 4-ის. 16 წლის მომიტაცა ყოფილმა მეუღლემ. სამი წელი ვცხოვრობდით ერთად. ალბათ ეს უნდა მომხდარიყო, რომ ასეთად ჩამოვყალიბებულიყავი. ქმარს რომ არ გავშორებოდი, დღეს კოჭებამდე შეფუთული ოჯახის ქალი ვიქნებოდი და ასეთადაც მოვკვდებოდი.
- როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ მეუღლესთან?
- მინდა, რომ ვიმეგობროთ, ბავშვები ერთად ვასეირნოთ ან მინიმუმ სატელეფონო კონტაქტი გვქონდეს, რომ ბავშვების საქმეები ერთად გადავწყვიტოთ, მაგრამ ის წმინდა წყლის ''გრუზინული'' ტიპია, ვერ მოვახერხე მასთან მეგობრობა. გაშორების დღის შემდეგ ბავშვები არ უნახავს, არ ვიცი, სად ცხოვრობს და რას აკეთებს. სხვების გადმოცემით ვიცი, რომ დაოჯახდა და ჩემი ორი შვილის გარდა, სამი შვილი ჰყავს. მრავალშვილიანი მამაა.
- სად ცხოვრობდით, როდესაც ერთად იყავით?
- კახეთში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კახელი ვარ. დედა ლატვიელი მყავდა, მამა – ნახევრად უკრაინელი იყო. ერთი ბებია ბოშა მყავდა, მეორე - კახელი, მესამე - რაჭველი (იცინის). ქართული ყველაზე ცოტა მირევია სისხლიც, ხასიათიც. მშობლების გარდაცვალების გამო დედოფლისწყაროში ბებიასთან გავიზარდე. იქიდან იყო ჩემი ქმარიც. ძალიან ქართული ამბავია ჩემი გათხოვება.
- მაშინაც ასეთი თავისუფალი იყავი?
- არა, გათხოვილი სოფია პატარა, საყვარელი და დამჯერი ბავშვი იყო. კარგად ვსწავლობდი. მეუღლეს რომ არ გავშორებოდი, მთელი ცხოვრება ასეთი ვიქნებოდი და ვერ დავწერდი ამ ლექსს - ''ქარი ხეებს ანგრევს, ქარი დედას იტყ...ვს''... ჩემი ინიციატივით დავანგრიე ოჯახი. 5 წლის ვიყავი, დედა რომ ავტოავარიაში დაიღუპა. ორი წლის შემდეგ მამა გარდაიცვალა გულით, ვერ გაუძლო მეუღლის სიკვდილს. დედისერთა ვარ, ეგოისტი.

Rating

- შენი გვარის შესახებ მოგვიყევი...
- ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად თქვენთან ვამბობ, რომ სოფია შადრიგინა მას შემდეგ გავხდი, რაც ქმარს გავშორდი. მანამდე ვიყავი სოფო ბურდულაძე, ვსწავლობდი კახეთში. შადრიგინა დედის გვარია.
- თბილისში ვისთან ცხოვრობ?
- მამის მხრიდან ყველა გარდაცვლილია. მყავს დედის დედა, ჩემი გამზრდელი ბებია, ვისთან ერთადაც კახეთში ვცხოვრობდი და მისი და, თბილისში მასთან ერთად ვცხოვრობ. განსხვავებული დები არიან. თბილისელი ბებია ''ძერსკია'', ჯიპით დადის. ბავშვები დედოფლისწყაროში ბებიასთან იზრდებიან. ბებიებს ხშირად ვტკენ გულს. ახლა პირველად მინდა, დედის დედას მადლობა ვუთხრა, რომ შვილმკვდარმა დედამ გამზარდა. რთულად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი. ახლა ჩემს შვილებს ყველაფერს უკეთებს. მინდა, რომ სკოლის ასაკამდე იქ იყვნენ. მანამდე ფეხზე დავდგები და ბავშვებს თბილისში ჩამოვიყვან.
- დედაქალაქმა როგორ მიგიღო?
- ცუდად... რაიონიდან ჩამოსულები ხშირად სოფლელებად რჩებიან და ისინი უფრო მისაღები ხდებიან თბილისისთვის. მე მაქსიმალისტი ვარ და მხოლოდ იმით ვერ დავკმაყოფილდებოდი, რომ თბილისში ვცხოვრობდი, უფრო მეტს ვითხოვდი და ამას ცუდად იგებენ. აღმოჩნდა, რომ განსხვავებული ვარ იმ გოგონასგან, რომელიც კახეთიდან უნდა ჩამოსულიყო.
- ქუთაისის თემა გავახსენოთ მკითხველს, რა მოხდა მაშინ რეალურად.
- ამ ქალაქთან არანაირი შეხება არ მაქვს, ამ ამბამდე ნამყოფიც არ ვიყავი. მეუღლეს რამდენიმე თვის გაშორებული გახლდით და თბილისში გავიცანი ერთი ბიჭი – რობერტო ქველინი, რომელიც შემდეგ ჩემი შეყვარებული გახდა. თითქმის ერთნაირი ისტორია გვქონდა, პოეტი იყო, მარტო ცხოვრობდა. ქველინი მისი ერთ-ერთი წინაპრის გვარი გახლდათ. შემდეგ მასთან გადავედი საცხოვრებლად ქუთაისში. რაც შეეხება ფოტოების გადაღებას, ეს ნამდვილად არ ყოფილა პოპულარობაზე გათვლილი. რაღაც კონკურსი გამოცხადდა და მონაწილეობა გადავწყვიტეთ. თემა იყო ''მე და ჩემი ქალაქი''. თეთრი ხიდი და თეთრი ქვები ქუთაისის სიმბოლოა და ვიფიქრეთ, ამ ადგილას გადაღებული შიშველი გოგონა საინტერესო იქნებოდა და გვინდოდა, მხოლოდ საკონკურსო გვერდზე აგვეტვირთა ფოტო. არ გვეგონა, თუ მთელი საქართველო ჩაერთვებოდა. ჩემთვის ეს იყო პროტესტი, რომ მარტო მაშინ არ უნდა გაიხადო, როდესაც მაგარ ტანზე დგახარ, დოლარებს გიხდიან ან სილიკონით ხარ დაბერილი. სიშიშვლე ხელოვნებაა.
- შემდეგ როგორ განვითარდა ურთიერთობა შენსა და რობერტოს შორის?
- ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. ფოტოების გადაღებიდან ერთ თვეში დავშორდით და მე თბილისში გადმოვედი. მიზეზი სურათები არ ყოფილა. ერთ დღეს ბებიამ გამაღვიძა, ტელევიზორს შეხედე, რა ხდებაო. ძლივს ვიცანი რობერტო, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. სიკვდილამდე მიიყვანეს ქუთაისელმა ძველმა ბიჭებმა, როგორ გაბედა, რომ თეთრ ქვებზე გოგონა გააშიშვლა. ამ ბიჭს ცხოვრება გაუმწარეს, ყოველდღე სცემდნენ და ბოლოს საქართველოდან გააქციეს. ახლა გერმანიაში ცხოვრობს.

Rating

- შენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?
- ამის შემდეგ დავწერე ლექსი ქარზე. ვაღიარებ, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. გადავიღე ვიდეო და სოციალურ ქსელში ავტვირთე, მაგრამ ეს პოპულარობისთვის არ გამიკეთებია. მე ისედაც გამორჩეული ვიყავი. როდესაც გაიგეს, რომ ეს ის გოგონა იყო, რომელმაც ქუთაისში გაიხადა, საშინელება მოხდა, გარყვნილი მეძახეს.
- მახსოვს, ლევან ღვინჯილიაზე იყავი გაბრაზებული.
- დიდი დრო გავიდა ამ ლექსის დაწერის შემდეგ. ერთ დღეს პოეზიის საღამო გავმართე, სადაც ბებიაც მოვიდა. ქარზე ლექსის წაკითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ იქ შეკრებილმა საზოგადოებამ მთხოვა და წავიკითხე. სწორედ ეს ვერსია გავრცელდა მეორედ ინტერნეტში, მაგრამ ლევან ღვინჯილიამ ახლა ნახა. ლექსი სოციალურ ქსელში გაიზიარა და ცუდი რაღაცები დაწერა, მისი მეგობრების მხრიდანაც იგივე მოხდა. 45 წლის ქალმა მაგინა, რანაირი ქალიაო. როცა 45 წლის ქალი მე მლანძღავს იმიტომ, რომ ლექსში ვიგინები, უცნაურია. გარდაცვლილ დედას მაგინებდა. იმიტომ, რომ ვიგინებოდი. კიდევ მაქვს მსგავსი ლექსები, მაგრამ მათ გამოფენას არ ვაპირებ.
რაც შეეხება ლევან ღვინჯილიას, ვფიქრობ, რომ მე ის დავამარცხე. მისთვის პირადად არ მიმიწერია, მაგრამ კომენტარი დავწერე. როდესაც ქარს ვაგინებდი, შესაგინებელი იყო, იმიტომ, რომ ქარს ვერ ვიტან, თქვენ უფრო მეტი მუზა მომეცით, რადგან ყველა საგინებლები ხართ-მეთქი. ახლა მუზას ველოდები (იცინის). ვიღაცებმა ამ ლექსის შემდეგ კოტე ყუბანეიშვილსა და ერეკლე დეისაძეს მიმამსგავსეს, ზოგს კოტეს შვილი ვეგონე. ერეკლე ჩემი მეგობარია. კოტესთან დიდი ხანია ''ფეისბუქით'' მაქვს ურთიერთობა, რამდენიმეჯერ ვნახე. ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ.
- სოფია, ახლა რას საქმიანობ, რა გეგმები გაქვს მომავალში?
- ძალიან ბევრი რაღაც მინდა, შეიძლება, ახლა უკვე პოპულარობის გამოც. სხვა ეტაპზე გადავედი, ჩემი გეგმები ხელოვნებას უკავშირდება. მუსიკალური ჯგუფი მყავს, მაგრამ დაფინანსება არ გვაქვს. კონკურსებში მონაწილეობა არ მინდა, ''პაპსავიკი'' არ ვარ. წიგნის გამოცემაც მინდა, მაგრამ სპონსორის ნახვა ადვილი არ არის. ამჯერად ერთ-ერთ ორგანიზაციაში ივენთებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე ვმუშაობთ. ''მოვიხოდე'' და მინდა, ყველაფერი ჩემით გავაკეთო.
- პირად ცხოვრებაში თუ ხდება რამე საინტერესო?
- არა, მაგრამ არ მინდა, მარტო ვიყო. როცა არ მიყვარს, ვერაფერს ვაკეთებ.

იხილეთ ვიდეო


ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
უცნობი ბიჭი
რო იხდი ძუძუ მაინც გამოაჩინე ან რამე სხვა რაც სხეულში გაქვს ..
14:13 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
არ ვკიცხავ მხოლოდ ვურცჰევ, ტიტონ რომ უდედოდ გაიზარდა იგივენაირად რატომ ზრდის სჰვილებს, ბავსჰვს მაგ ასაკსჰი უნდა დედა, რავიცი რავიციი....
19:51 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯავახა
რაც შეხება ფოტოგრაფს ჯიგარიოხართ ქუთაისელებო არასწორრი საქციელიაა ასე ქალაქის შიშიშვლესთან დაკავრშირებაა რატოა საქართველო ან ქუთაისი შIშველიი რავი მგონი შეცდა ის ბიჭი და უნდოდა უცხოეთი და კარგად იყოს იმ გერმანიაში :)
03:36 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯავახა
ძან მაგარი ვინმეა ამ ადამიანის განსჯა ასე ელემენტარული ერთფეროვნული კუთხით არ შეიძლება უცოდველმა ესროლეთ პირველმა ქვა ახლა არავინ დამიწყოს მისი ეს საქციელებიო ყველას თავისი საქციელებიაქ და ყველამ თავის საქციელებზე აგოს პასუხი სხვისკენ თითის გაშვერას საკუტარ თვალში გაჩხერილი დირე დავინახოთ ჯობია თუმცა სახალხოდ გაშიშვლების და გინებითი პოეზის მომხრე არვარ მაგრამ ეს უბრალო გარეგნული მხარეა მარტივად შესახედი ადამიანი არა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ ადმაინს თავის განცდების და აზროვნების გამო უნდა ვაფასებდეთ თუმცა ამ განცდების და აზრების გამოხატვის ფორმას ვერც მე მოვუწონებ რაც შეხება მის სხეულს გაფიცებთ რომელს გაქვთ უკეთესი მკერდი? ამას რაც აქ ყველაფერი თავის გარეგნულ მთლიანობას ავსებს ზედმიწევნით კარგად ეხამება მისი კანი ნაქვთები და ფორმები რავი მე ზოგადად ვცდილობ ყველას დადებითი კუთხით შევხედო და შეილებაა იმიტო ვამბობ ასე მაგრამ აშკარად იმაზეე მეტიაქ ამ ადმაიანს დადებითი ვიდრეე ხალხი ხედავს (თუმცა ჩვენხო ყოველთვის უარყოფითი გვინდა დავინახოთ რო მერე თითი გავიშვიროთ მას უყურეთ რა ცუდია და ამით საკუტარი ცუდი დავმალოთ :) )
02:49 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვა ვანო
მაგარი-გოგო ხარ --ადამიანი რომელსაც თავისი აზრი აქვს და აფიქსირებს;;;კაია-- და არა ისე როგორც მართლა სხვა დანარჩენები რობოტებივით ერთიდა იგივე ორ სიტყვას რომ იმეორებნ;;; შენ გაიხარე რა გული მომფხანე შე დალოცვილო შენა ჰააააა;;;;ქარი მაინც დედას იტყ;;;;ს;;;;
20:19 / 01-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS