22 ნოემბერი, 2018
ვინ არის ნოდარ ვაშაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა დებატებში გამოიწვია?
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა, გრიგოლ ვაშაძის ვაჟი, ნოდარ ვაშაძე, დებატებში გამოიწვია, საზოგადოება ნოდარის ვინაობითა და საქმიანობით დაინტერესდა.

ნოდარი გრიგოლ ვაშაძის უფროსი შვილია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გრიგოლ ვაშაძის პირველი მეუღლე საბჭოთა მაღალჩინოსნის ქალიშვილი ნატალია ალხიმოვა იყო. მათ გაუჩნდათ ვაჟი ნოდარი, თუმცა, 5 წლის იყო ბავშვი, როცა ნატალიას სსრკ-ში ცნობილი, წარმოშობით გუდაუთელი პიანისტი ანდრეი გავრილოვი შეუყვარდა და მასთან ერთად ინგლისში გაიპარა.

მას მერე ბევრი არაფერია ცნობილი ნოდარის საქმიანობასთან და მამასთან ურთიერთობაზე. ზოგიერთი
წყარო ამბობს, რომ ქართული ასე თუ ისე იცის, სხვა წყაროების ცნობით კი, საერთოდ არ იცის ქართული. ზოგიერთი წყაროს ცნობით, რუსეთში ცხოვრობს და მამის ღვინის ბიზნესს უდგას სათავეში, სხვა წყარო კი ამბობს, რომ გერმანიაშია და იქ ხელმძღვანელობს მამის ბიზნესს.
და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ერთი შვი­ლი ჰყავს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS