„რეიტინგი“ გაგაცნობთ ცნობილი ქართველების ყოფილ შეყვარებულებს ან ყოფილ ქმრებს, რომლებიც დღეს სავარაუდოდ თავადაც კი აღარ ახსოვთ.
ნანკა კალატოზიშვილი და დათუნა გოცირიძე
ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუ-ბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.
ირაკლი ნოზაძე და ანუკა ჟღენტი
ქუჩის ბიჭების წევრი ირაკლი ნოზაძე ბობოქარი პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. მისი პირველი ცოლი, ქეთა თოფურიას უახლოესი დაქალი ანუკა ჟღენტი იყო. წყვილი საკუთარ გრძნობებზე თითქმის ყველა ინტერვიუში საჯაროდ საუბრობდა, მაგრამ მათი ოჯახი დაინგრა და მას შემდეგ პიკასომ მესამე ცოლი მოიყვანა.
ირინა ონაშვილი და ბესო ქარდავა
ყველაზე წარმატებული „მის საქართველო“, ირინა ონაშვილი, საზოგადოებამ სწორედ ამ სილამაზის კონკურსით გაიცნო. ირინა ონაშვილს, რომელიც ამ ტიტულის მფლობელთაგან ყველაზე წარმატებულია, გვირგვინის თავზე დადგმის პირველივე წუთებიდან არ მოჰკლებია საზოგადოების ყურადღება და განსაკუთრებით იმ საზოგადოების, რომელსაც ჭორაობა უყვარს. თბილისში, მოგეხსენებათ, არაფერი იმალება და საქართველოს პირველი გოგონას ტიტული ვერც ერთმა ლამაზმანმა ვერ დაიდგა ისე, რომ მის შესახებ რამე სკანდალური ჭორი არ გაევრცელებინათ. ირინა ონაშვილი გარეგნობის გამო ყოველთვის ექცეოდა მამაკაცების ყურადღების ცენტრში. ირინა არაოფიციალურად უკვე გათხოვილი იყო, როცა "მის საქართველოს" კონკურსში ჩაება და გაიმარჯვა. ამბობენ, რომ ფეხბურთელმა ბესო ქარდავამ ირინა მოიტაცა, მაგრამ მათი ოჯახური ურთიერთობა ვერ აეწყო და მას შემდეგ, რაც ირინა პოპულარული გახდა, მეუღლესთან დაშორება გადაწყვიტა. ბესოს და ირინას დაშორების მიზეზად სხვადასხვა რამ სახელდებოდა, ერთ-ერთი ვერსიით, ბესო ქარდავამ წარმატებული ცოლი ვეღარ აიტანა და ეჭვიანობის ნიადაგზე დაშორდნენ. ირინა წლების წინ მეორედ გათხოვდა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანის, ლადო ვარძელაშვილის ცოლია, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს.
რუსკა მაყაშვილი და გიორგი ყიფიანი
მსახიობი რუსკა მაყაშვილი დღეს მორაგბის სანდრო ნიჟარაძის ცოლია, წყვილს უსაყვარლესი ვაჟი ილია ჰყავს. ის ნამდვილი ინსტაგრამ ვარსკვლავია.
სანამ სანდროს შეხვდებოდა, რუსკას ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული და ეს სიყვარული იყო, ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის ვაჟი - გიორგი ყიფიანი. რუსკას და გიორგის პირველად ერთმანეთი ძალიან პატარა ასაკში შეუყვარდათ, თუმცა, მხოლოდ ერთი თვე იყვნენ შეყვარებულები და შემდეგ დაშორდნენ. თუმცა, წლების შემდეგ, გიორგიმ უკვე მსახიობი რუსკა რუსთაველის თეატრის სცენაზე ნახა და მათი სიყვარული თავიდან დაიწყო. ისინი დაახლოებით 2 წელი იყვნენ შეყვარებულები, შემდეგ კი გიორგი ერთი წლით სასწავლებლად წავიდა და წყვილი მოულოდნელად დაშორდა. დაშორების შემდეგ, „პრაიმ ტაიმისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში რუსკა ამბობდა, რომ გიორგი ალალად უყვარდა და დაშორების ზუსტი მიზეზი არ იცოდა. იქვე აღნიშნავდა იმასაც, რომ ერთ ადამიანს მათი დაშორება ძალიან გაუხარდა, თუმცა, ვინ იყო ის ერთი, არ დაუკონკრეტებია.
ბიკო ბირბიჩაძე და ხატია სიჭინავა
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, მაგრამ ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და ახლა უკვე წარმატებული მუსიკალური პროდუსერი ბიკო ბირბიჩაძე შეყვარებულები იყვნენ. ხატია გულახდილი ინტერვიუებით დღესაც გამოირჩევა და ასე იყო მაშინაც, როცა ის სატელევიზიო კარიერას მეცხრე არხზე იწყებდა, შესაბამისად საკუთარ სიყვარულს არც ჟურნალისტებთან მალავდა. ვერც დამალვდა, ბიკო ბირბიჩაძე ხატიას ყველგან დაყვებოდა. წყვილი ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, ძლივს დაშორდა, როგორც ხატია ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, ბიკოსთან დაშორება ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრა და შეყვარებული, რომელსაც ვერ იშორებდა ერთ წელიწადს მოიშორა.
ხატიას ახლა ულამაზესი ოჯახი აქვს, ის სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლეა და წყვილი სამ ქალიშვილს ზრდის.