ზოგი, ამ პრობლემისგან გასათავისუფლბლად, თანამედროვე მედიცინის მიღწევას, კუჭის რეზექციას ირჩევს, თუმცა ჩვენს რესპონდენტებს არც მკაცრი დიეტა და არც კუჭის ე.წ. დაპატარავება ნამდვილად არ სჭირდებათ, რადგანაც დიდი წონის აკრეფისა და დაგროვებისკენ არ არიან მიდრეკილნი. თუმცა რომც იყვნენ, ამის საშუალებას დღესდღეობით მათი პროფესია არ აძლევთ.
ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობენ და პარტნიორობას ცნობილ კონკურსანტებს უწევენ.
ჯულიანა ბარგნარი (ამიკო ჩოხარაძის მეწყვილე):
- წონის
ცომეულს ნაკლებად მივირთმევ, თუმცა სიტკბოს გარეშე ვერ ვძლებ, შოკოლადი მჭირდება, თუნდაც კარგი ხასიათისთვის. ვცდილობ, ბევრი ხილი, წყალი მივიღო. ჩემს დაბალანსებულ კვებაზე ჩემი დედიკო ზრუნავს, - სახლიდან რომ გამოვდივარ, თან საკვებით სავსე ბევრი კონტეინერი მომაქვს. დღეში აუცილებლად წვნიანი უნდა მივირთვა, რაც აუცილებელი და სასარგებლოა", - გვეუბნება ჯულიანა, რომლის იდეალური წონა 46 კილოგრამია.
მიაჩნია, რომ როცა ადამიანი დილით ადრე დგება, დარბის, წონის დასარეგულირებლად ესეც საუკეთესო საშუალებაა. "დილით ბუნებაში რომ გავდივარ, მერე მთელი დღე ენერგიით ვარ სავსე, რაც ყველაფერში მეხმარება. სავარჯიშოდ და სამუშაოდ მეტი სტიმული მაქვს", - ამბობს ჯულიანა და სხვებსაც ურჩევს სწორი რეჟიმით იცხოვრონ, რადგანაც მხოლოდ ვარჯიშით რთულია, კარგ შედეგს მიაღწიონ. განაგრძეთ კითხვა: