14 ნოემბერი, 2018
უბერებელი ლელას და მამულიჩას ძველი ფოტოები, რომლებიც თავადაც არ აქვთ
ლელა წურწუმია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია, რომლის კარიერაც 1991 წელს დაიწყო.

ლელა 1969 წლის 12 თებერვალს თბილისში, მხატვრის ოჯახში დაიბადა. ჰყავს დედა, ორი და, მეუღლე და ქალიშვილი მარიკო მამულაშვილი.

ის თბილისის საესტრადო-საცირკო სასწავლებელში სწავლობდა. 1990 წელს კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, მუსკომედიის ფაკულტეტზე, 1992 წელს სამსახიობო ფაკულტეტზე გადავიდა. 1994—1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით. თეატრალურ-მუსიკალური განათლება და გამოცდილება მას დაეხმარა შეექმნა მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური იმიჯი, შესრულების მანერა.

Rating

Rating


მას შემდეგ, რაც ლელა წურწუმიას ცხოვრებაში პროდუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა
გამოჩნდა, მისი კარიერა უფრო წარმატებულად განვითარდა. 

ცნობილმა წყვილმა 2000 წელს, საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ფილარმონიაში პირველი სოლო კონცერტი ჩაატარეს. ამ კონცერტზე მუსიკალური ნომრები ქორეოგრაფიით და კოსტიუმებით იყო გაფორმებული. ეს კი ქართული შოუ-ბიზნესის ისტორიაში ახალი სიტყვა გახლდათ. 

Rating
Rating
Rating
Rating
Rating
შეიძლება არ გჯერათ, მაგრამ ლელა წურწუმია ახლა 50 წლისაა და შესანიშნავ ფორმაშია. ცნობილია, რომ ლელა წურწუმია ცდილობს ზომიერად იკვებოს და ზედმეტმა კილოგრამებმა არ შეაწუხოს. უფრო მეტიც, როდესაც ის ფილმში "დარჩი ჩემთან" გადაიღეს, როლის გამო რამდენიმე დღე შიმშილობდა კიდეც. ის საკუთარ იმიჯზე თავად ზრუნავს და ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. 

Rating
RatingRating

ფოტოები "რეიტინგის" არქივიდან
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS