09 ნოემბერი, 2018
დარია სუხიშვილი მამიდას დედას ეძახის - როგორ ცხოვრობს და სად სწავლობს ილიკო სუხიშვილის უმშვენიერესი ქალიშვილი
ილიკო სუხიშვილის ქალიშვილი დარია სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა, თუმცა, წლებია საქართველოში არ ცხოვრობს.

დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა.

Rating

დარია ნინოს დედას ეძახის და ამას ყველა ინტერვიუში აღნიშნავს. „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა.
მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე.“ - აცხადებს დარია ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, სადაც ასევე მამის - ილიკო სუხიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მამასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

Rating

დარია მამიდას გარეგნულადაც ძალიან ჰგავს, მას ნინო სუხიშვილის ახალგაზრდობისგან ფაქტობრივად ვერ გაარჩევთ.

დარიას წლების წინ სურდა მოცეკვავე გამხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახურ ტრადიციას ჯერჯერობით არ მიჰყვება, თუმცა, თბილისში ყოფნის დროს, სულ „სუხიშვილების“ რეპეტიციებზეა და ანსამბლთან ერთად გასტროლებზეც დადის.

„სცენის დიდი შიში მაქვს, როცა სცენაზე დგახარ, ძალიან ვნერვიულობ. ყოველთვის მაინტერესებდა ბალეტი, მაგრამ ვიცი, რომ მე ცალკე, როგორც დარია სუხიშვილი ვერ ვიარსებებ“, - განაცხადა დარიამ ზაფხულში თბილისში საკუთარ გამოფენაზე.

Rating

დარია სუხიშვილის პირველი გამოფენა ინდოელ ხალხს მიეძღვნა, ფოტოები ინდოეთში მამასთან ერთად გადაიღო.

ცეკვითა და ხელოვნებით გატაცებულმა დარიამ სცადა ინდოელი ხალხის მრავალფეროვნება, ცეკვა და კულტურა საკუთარ ფოტოებში აესახა. ყველაზე მეტად ის ინდოეთში ხალხის მხიარულმა განწყობამ მოხიბლა.

Rating

21 წლის დარია სუხიშვილი აპირებს მომავალში სხვა ქვეყნების ხალხის კულტურაც წარმოაჩინოს.

სექტემბერში დარია სუხიშვილმა ფლორენციის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა და სურს, არტი მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდეს. რაც შეეხება ცეკვას - იმედი აქვს, მისი მომავალი სცენასაც დაუკავშირდება.

RatingRatingRatingRating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS