08 ნოემბერი, 2018
ბიზნესიდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი
სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში 150 დე­პუ­ტა­ტია, რო­მელ­თა ნა­წი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ბიზ­ნე­სი­დან მოხ­ვდა. მათ შო­რის ერთ-ერ­თია თე­ი­მუ­რაზ კოხ­რე­ი­ძე, რო­მე­ლიც „პეტ­რო­კა­სის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო, თუმ­ცა, არა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლის. რო­გორც თა­ვად კოხ­რე­ი­ძე აღ­ნიშ­ნავ­და, ის იყო იმ კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­შია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი „პეტ­რო­კას ენერ­ჯი ჯგუ­ფი“ ჰყავს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

„პეტ­რო­კას ენერ­ჯი ლი­მი­ტე­დი" სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს საწ­ვა­ვის ექ­სპორ­ტს ევ­რო­პი­დან და მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის სხვა ქსე­ლებს აწ­ვდის. Rating

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს დე­პუ­ტა­ტი. მის მიერ 2017 წლის 18
დე­კემ­ბერს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი კოხ­რე­ი­ძეს კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას. მაგ­რამ რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2016 წელს მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა „პეტ­რო­კას ენერ­ჯი ჯორ­ჯი­ას“ კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ო­ბი­სას - 59 091,25 ლარი; ხოლო „არ­გოტ­რანს ჯორ­ჯი­ა­ში“ კონ­სულ­ტა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში - 68 660,69 ლარი შე­ად­გი­ნა. ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სას 2016 წლის 18 ნო­ემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში დე­პუ­ტატ­მა 6 937,55 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.


Rating

რაც შე­ე­ხე­ბა მის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, დე­პუ­ტა­ტი ფლობს 67,6 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის, 67,6 კვ. მეტ­რი­სა და 150 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სამ ბი­ნას თბი­ლის­ში; ასე­ვე 12 და 14 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ორ ავ­ტო­ფა­რეხს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS