24 თებერვალი, 2014
მერსი სულხანიშვილი: „სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს“
ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით. მისთვისაც ბეწვის სკანდალი გასაგებია. არც ის ესმის, როგორ უნდა გადაიხადო ფეხსაცმელში ათას რვაასი ლარი 21 წლის მერსი სულხანიშვილი მოდის ჟურნალისტი და ბლოგერია. მას პასპორტში სახელი მერცია უწერია, საზოგადოება ამ სახელით იცნობს, მაგრამ თავად ურჩევნია, რომ მერსი დაუძახონ.
სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სწავლის გაგრძელებას ლონდონში აპირებს. მოდის ჟურნალისტიკის განხრით. სექტემბრიდან ერთ-ერთ არხზე გადაცემა „ფეშენ თაიმი“ მიჰყავს. მოდელის ამპლუაში თანამშრომლობს უცხოურ ბრენდებთან. მოდის კვირეულზე გამჭვირვალე სამოსითა და მელიის ბეწვით დაგ-ვამახსოვრა თავი, რასაც ცხოველთა დაცვის
საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგი სკანდალი მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გადაცემა იყო, სადაც ტელეწამყვანი გულახდილი სამოსით მარკუს მეტრეველს მასპინძლობდა. მომღერალმა აღიარა, დაბნეული ვარ, ლაპარაკიც კი მიჭირსო. ტელეწამყვანი ჩვენი სტუმარია და ბევრ საინტერესო შეკითხვას პასუხობს.

- მერსი შენი ნამდვილი სახელია?
- კი. მერცია ინგლისური სახელია, ცოტა ფრანგულიც. მერცია არის აგრეთვე ნაირა გელაშვილის ცნობილი ნაწარმოების „ამბრნი, უმბრნი და არაბნის“ ერთ-ერთი გმირი. თუმცა, ამ ნაწარმოების გავლენით არ დაურქმევიათ. ამ სახელის დარქმევა ბებიას ინიციატივა იყო.
- განსაკუთრებულად თამამი იმიჯი გაქვს, ასე კომფორტულად გრძნობ თავს თუ სატელევიზიო ეთერისთვის გჭირდება?
- ამ სფეროში წლებია ვმუშაობ, ტელევიზიაა ჩემთვის სიახლე, თორემ მანამდე ვწერდი „ბომონდში“ მოდაზე, ვარ მოდის ბლოგერი. სატელევიზიო იმიჯს მართლაც მოჰყვა აჟიოტაჟი. დღესაც უჩვეულოდ გამოვიყურები ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, რამდენიმე წლის შემდეგ აღარავის მოხვდება თვალში ჩემი თამამი ჩაცმის სტილი. არ ვფიქრობ, რომ რაც მოდურია, ის უნდა ჩაიცვა, პირველ რიგში, უნდა გიხდებოდეს. თუ გაქვს სრულყოფილი სხეული, არ გაქვს ცელულიტი, რატომაც არა, იარე ჩახსნილი კაბითა თუ პიჯაკით.
- ანუ ასე არ იცვამ იმიტომ, რომ მოდაშია, უბრალოდ, მიიჩნევ, რომ გიხდება?
- რა თქმა უნდა... ყველაფერი, რაც მოდაშია, არ შეიძლება ჩაიცვა. ზოგჯერ მოდაში შემოდის ის, რაც უნდა ამოიყიდოს. დიზაინერი ხშირ შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი, მას ურჩევს სტილისტი, ბაიერი. ეს ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია.
- ქართველ დიზაინერებზე რა აზრის ხარ?
- გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერები არიან. გული მწყდება, რომ მათ უცხოეთში უფრო იცნობენ, ვიდრე საქართველოში. თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის სამოსია ჩემს გარდერობში. კონკრეტულად არავის დავასახელებ, მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს.
- ახლახან მარკუს მერტეველი გყავდა გადაცემაში, არ მეგონა, მას თუ ვინმე დაჩრდილავდა ჩაცმის მხრივ... გამჭვირვალე, სექსუალური სამოსი სიამოვნებას განიჭებს თუ ეს ეთერისთვის გჭირდება?
- სიტყვა სექსუალური ჩემთვის კომპლიმენტია. სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს, როგორი სექსუალური ვარ, თუმცა ასე ყურადღების მისაქცევად არ ვიცვამ. მერწმუნეთ, ჩვეულებრივად ჩაცმულიც რომ გავიდე ქუჩაში, მაინც მივიქცევ ყურადღებას, ვარცხნილობით ან ფერადი წინდით, რომელიც თბილისისთვის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უცხოა. არაფერი რომ არ მიჩანდეს, მაინც მომაშტერდებიან. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული არ მაცვია...
- კარგი ახლა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ასე ჩაცმული არ დადის თუნდაც თბილისში ქალების უმეტესობა.
- გასაგებია, მაგრამ თუ შეიძლება, „კავალის“ ჩახსნილი პიჯაკი თეთრეულზე ეცვას მოდელ შანელ იმანს, რატომ არ შეიძლება, ტელეწამყვანს, რომელიც გადა-ცემას უძღვება მოდაზე, ეცვას თამამად. სხვათა შორის, ეს პიჯაკი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ქართველი დიზაინერის ნინო ბაბუხადიას შექმნილია და ძალიან ვამაყობ ამით. ეს კოლექცია სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა პარიზში... მცირე ხნის წინ ძველ თბილისში ფოტოსესია მქონდა ბარსელონისთვის, ისეთი თამამი ვიზუალით ვიყავი, პატრული მიცავდა (იღიმის). როდესაც ეს ფოტოები გამოიფინა, გამაკრიტიკეს. ქართველი საზოგადოებისთვის უცხოაო, მეუბნებოდნენ. ვერ ვხვდები, თუ რომელიმე ცნობილი ამერიკელი ან ინგლისელი ფოტოგრაფის წინ ვპოზირებ, ჩვეულებრივია და თუ ამას ქართველი ფოტოგრაფი გააკეთებს, უჩვეულოა?! ეს არის ჩვენი პრობლემა, როცა ჩვენსას ნაკლებად ვაფასებთ.
- ოჯახში როგორ უყურებენ შენს ასეთ თამამ ფოტოსესიებს, ტელეეთერებს?
- ოჯახზე არ მიყვარს ლაპარაკი. სახლში მე და დედა ვართ, რომელიც ასევე იმოსება. მთლად ასე, როგორც დღეს გამოვიყურები - არა, მაგრამ საკმაოდ თამამია ამ საკითხში და ხშირად ერთმანეთის სამოსითაც ვსარგებლობთ. პარამეტრები იდეალური აქვს. მე და დედა ვმეგობრობთ. მამასთან ურთიერთობა არ მაქვს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ. თავის დროზე მოხდა გაუგებრობა და... დედა ძალიან გლამურულად, „სვეცკად“ მზრდიდა.
- მამასთან დღემდე არ გაქვს ურთიერთობა?
- მას აქვს ამის სურვილი, მაგრამ მე... ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით. მისთვისაც ბეწვის სკანდალი გასაგებია. არც ის ესმის, როგორ უნდა გადაიხადო ფეხსაცმელში ათას რვაასი ლარი. ასეთი წვრილმანების გამო თავისთავად ინგრევა ოჯახი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
- ბეწვის სკანდალის შემდეგ მამა გამოგეხმაურა?
- თავმოყვარე ადამიანი ვერ გამომეხმაურებოდა.
- დედისერთა ხარ?
- კი. მაგრამ არ მგონია, ეგოისტი ვიყო.
- ოჯახი, საყვარელი მამაკაცი, ბოიფრენდი თუ გყოლია?
- ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე, ალბათ, სხვა შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ შეყვარებული არ მყოლია, არც ბოიფრენდი მყავს და არც პირად თემებზე მიყვარს საუბარი. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ მერსი შეყვარებულია მოდაზე. არასდროს არავის გამო არ ვიპრანჭები. სხვებსაც ვურჩევ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს გაეპრანჭონ სარკეში.
- ძალიან ინტიმური კითხვა უნდა დაგისვა, რომელი სქესი მოგწონს?
- (იცინის) ვაფასებ ქალბატონებსაც და მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც. უბრალოდ, არავინ გამოჩენილა დღემდე ჩემს ცხოვრებაში, ვინც ჩემს ყურადღებას მიიქცევდა.
- ე.ი. უშვებ იმ ვარიანტს, რომ ქალი შეგიყვარდეს?
- არა. არა? არასდროს უნდა თქვა არა. ბევრს ჰგონია, რომ მერსის გოგონები მოსწონს. არ ვიცი, ვნახოთ (იცინის).
- აბეზარ თაყვანისმცემლებს როგორ იშორებ თავიდან?
- ჩემზე აბეზარი ადამიანი არ არსებობს (იცინის).
- როგორი მამაკაცები მოგწონს?
- ოო, მამაკაცები სამოსივით არიან. უნდა დაინახო, რომ მოგეწონოს, ასე ვერ ვიტყვი, მაღალი, ცისფერთვალება ან ქერა უნდა იყოს-მეთქი. კოკო შანელი ამბობდა, მოდა არ არის მხოლოდ ის, რაც მარტო სამოსშია გამოხატული. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი მოდააო. მოდასავით არის ამა თუ იმ პიროვნების მოწონებაც. შეიძლება, ისეთი ვინმე მოგეწონოს, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდი. მაგალითად, ერთი პერიოდი ვერ წარმოვიდგენდი, მაღალწელიან შარვალს კიდევ თუ ჩავიცვამდი, ისე მივეჩვიე დაბალ წელს.
- როცა გაკრიტიკებენ, ბრაზდები?
- ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, როცა მლანძღავენ - „ვიკიდებ“. ვერ ვხვდები, როცა ამბობენ, ქართველ ქალს ასე არ უნდა ეცვასო. რას გულისხმობენ? ე.ი. სხვა ერს აყენებ ამით შეურაცხყოფას. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ვიღაცისთვის შეიძლება, მე ვულგარული ვარ, მაგრამ საპირისპიროს მტკიცება შემიძლია. ვულგარული გადამეტებულად გაუბრალოებას ნიშნავს. მე ასეთი ნამდვილად არ ვარ და ნაკლებად მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემზე არაკომპეტენტური ადამიანები.
- ოჯახზე რა შეხედულება გაქვს?
- ოჯახი ყველაზე ღირებულია ადამიანისთვის.
- როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი ოჯახი?
- არ მიფიქრია. თეთრ კაბაზეც არასდროს მიოცნებია. იმდენჯერ მეცვა ფოტო-სესიებზე... არც გათხოვებაზე მიფიქრია. წინასწარ ასეთ რამეზე რატომ უნდა იფიქრო? შეიძლება იფიქრო იმაზე, როგორი იქნები 10 წლის შემდეგ.
- და როგორი იქნები?
- უფრო წარმატებული, ვიდრე ვარ, მაგრამ ამისთვის მეტი განათლება და ცოდნა მჭირდება. ამაზე ღირებული არაფერია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მოდნიცა
კარგით რა... რა შური, რის შური. გეფიცებით არანაირი შური არ მალაპარაკებს, უბრალოდ მართლა რას გავს ეს ქალი. ან მოდელის რა უგავს ან მოდაზე ჩაცმულობის... მკერდის გამოჩენა თუ მოდა იყო არ ვიცოდი( ესეიგი მე გოიმკა ხო? :-))შეიძლება უკეთესია ცხოვრებაში, არ ვიცი, მაგრამ ამ სურათში ..... რა ვიცი რავიცი
18:18 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მკიდიხართ ყველა
რა ავადმყოფები ხართ, ვისაც გგონიათ რომ ამის ვინმეს შეიძლება შეშურდეს :D :D :D
15:19 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მახო
კარგია
14:59 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Ray
შურიანი ხალხი ბევრ რამეს წერს და ამბობს. უაზრო კრიტიკას მოეშვით ხალხო, არაა თქვენი საქმე და თქვენი გასარჩევი ვინ რას იცვამს და რას აკეთებს. მას ასე უსწორდება და ცხოვრობს, თქვენ როგორც გაგისწორდებათ ისე იცხოვრეთ არავინ გეუბნებათ რამეს.
12:27 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
გოიმკა
12:00 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტტტ
ბევრი არაფერია , ამაზე უკეთესები არც აჩენენ, ამიტ არ უნდა იამაყო!!!
09:59 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამაზინო
"მერსი" ფრანგულად მადლობას ნიშნავს და ბოლოს გადაგიხდიან, თუ დაიმსახურებ...
09:40 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მეტი სურათი გადაიღე ,15 წელიწადში (რომელიც ძალიან მალე გავა)დაჯდები და შენს სურათებს დაათვალიერებ და მოიგონებ რა ლამაზი ი ყ ა ვ ი და რა ლამაზი მკერდი გ ქ ო ნ დ ა ( წარსული სრული)
09:33 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS