სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის შვილები თემურ და
"მე და ქეთევანი ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად. ეს მიმართვა - "დედა" არის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის იყო კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან", - აღნიშნა თემურ გორჯესტანმა სიტყვით გამოსვლისას.
ვინ არიან და რას საქმიანობენ სალომე ზურაბიშვილის შვილები - როგორც ცნობილია, ქეთევანი და თემური საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ისინი ქართულად გამართულად საუბრობენ.
ქეთევან გორჯესტანი ფრანგული ტელეკომპანიის, "France 24"-ის ჟურნალისტია. ის რეპორტიორი და სპორტული რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს, ასევე, უძღვება გადაცემებს. ქეთევანი დედის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. განაგრძეთ კითხვა: