25 ოქტომბერი, 2018
კახა კალაძეს და ჯასტინ ტრუდოს კონკურენტი გამოუჩნდა - მამუკა ბახტაძემ ინგლისელი ლორდის ასკოტი მოირგო
რამდენიმე თვეა, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ამ პოსტს ახალგაზრდა, ყოფილი მორაგბე მამუკა ბახტაძე იკავებს.
მამუკა ბახტაძის მანერები, კერძოდ გამოხედვა, ღიმილი და ხელების მოძრაობა არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისს ანგელა მერკელი ესტუმრა. მაშინ მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს, ფაქტობრივად, ერთი-ერთში მიბაძა ხელების მოძრაობით.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის ჩაცმულობას, ის ძირითადად სულ კლასიკურად ჩაცმული დადის, აშკარაა, რომ ჰალსტუხი განსაკუთრებულად არ უყვარს, რადგან ხან ატარებს, ხან არა.

ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ამბობენ,
რომ მისი გული დაკავებულია, თან უკვე ბევრი წელია. 

Rating

რამდენიმე თვის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილის სასიძო იყო, მაგრამ ეს ოპონენტების მიერ გავრცელებული ჭორი აღმოჩნდა და ამბობენ, ის ისევ იმ მანდილოსანის ერთგულია, რომელიც მთავრობაში მოსვლამდე უყვარდა.
მამუკა ბახტაძეს საკუთარი თანამდებობა სხვადასხვა ვარიაციით ჩაცმის უფლებას არ აძლევს, რასაც მაგალითად სიამოვნებით არღვევს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც არაერთხელ ხვდება მსოფლიოს სიმპატიური პოლიტიკოსების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზე.

Rating



როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძემ გადაწყვიტა მცირე დეტალის შეცვლა საკუთარ ჩაცმულობაში და არც მეტი არც ნაკლები, ინგლისელი ლორდის იმიჯი მოირგო. კერძოდ, მწვანე პოლიტიკის პრეზენტაციაზე, ის მუქი ფერის ასკოტით გამოჩნდა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, კახი კალაძის გარეგნობის შესახებ, სოციალურ ქსელში თვით ქსენია სობჩაკმაც კი დაიჩივლა და ხალხს მოუწოდა, ჯასტინ ტრუდოსა და კახი კალაძის მსგავსად სექსუალური პოლიტიკოსები რუსებსაც გვყავს და ჩემს ინსტაგრამზეც იაქტიურეთო.

ეტყობა კახა კალაძის ფაქტორმა მამუკა ბახტაძეზეც მოახდინა გავლენა და ქართული რეალობისთვის უჩვეულო ყელსახვევით ის სწორედ თბილისის მერთან ერთად გამოჩნდა.

Rating


გახდება თუ არა ასკოტი 2018 წლის პოლიტიკური ტრენდი, რა იქნება მამუკა ბახტაძის შემდეგი ლუქი და გახდება თუ არა ის ქართველი ჯასტინ ტრუდო, ამას მომავალი გვიჩვენებს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS