25 ოქტომბერი, 2018
რა აკავშირებს ნინი ბადურაშვილს ესპანეთის 22 წლის გმირთან?
22 წლის ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი ეს­პა­ნეთ­ში ნამ­დვილ ეროვ­ნულ გმი­რად იქცა მას შემ­დეგ, რაც 24 სექ­ტემ­ბერს ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ქარ­თვე­ლი ბიჭი წლე­ბია ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს და ის­ტო­რი­ა­შიც შევა, რო­გორც პირ­ვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ეს­პა­ნე­თი­დან, რო­მე­ლიც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ასეთ შე­დეგს მისი მწვრთნე­ლი ქუ­ი­ნო რუ­ი­ზიც არ ელო­და. იგი სი­ხა­რულს ვერ მა­ლავ­და.

ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 1996 წლის 19 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი მამა კარ­გად ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტი - ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "პა­პუ­ა­სა" იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა ნიკო ძი­უ­დო­სა
და წყალ­ბურთში ვარ­ჯი­შობ­და. 10 წლის წინ, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ვინაიდან ნი­კო­ლოზს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ძი­უ­დო­ში სურ­და, მად­რი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 კი­ლო­მეტრში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ბრუ­ნე­ტეს ძი­უ­დოს სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჯო­ა­კინ რუ­ი­სი გახ­და. მას ოლიმ­პი­ა­და­ზე სამ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. 190 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის სპორ­ტსმე­ნი 90 კგ. წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს.

Rating
2014 წელს ნი­კომ ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და მა­შინ და­ი­წყო მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა ძი­უ­დო­ში. იმა­ვე წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. იმ ტურ­ნირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი ბექა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, ხოლო შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი - ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი.

2015 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა, მა­შინ ფი­ნალ­ში უკვე ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­თან და­მარ­ცხდა. ვერ­ცხლის მედ­ლით და­ას­რუ­ლა 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდა­თა შო­რის.

Rating


ნი­კოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი 2018 წელი გა­მოდ­გა, რო­დე­საც უკვე უფ­როს­თა შო­რის, თელ-ავივ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ­მა ბრუ­ნე­ტემ ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვილს მად­ლო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტით გა­და­უ­ხა­და - "ტა­ტა­მის მე­ფი­სა" და "ძი­უ­დოს ან­გე­ლო­ზის" პა­ტივ­სა­ცე­მად გა­იხ­სნა ქუჩა, რო­მელ­საც "Niko Shera" ეწო­დე­ბა.

"ბრუ­ნე­ტე ამ აქ­ტით ნი­კოს პა­ტივს მი­ა­გებს. ჩვენ წლე­ბის მან­ძილ­ზე ვხე­დავ­დით, რო­გორ იზ­რდე­ბო­და ის, რო­გორც სპორ­ტსმე­ნი!" - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა ბორ­ხა გუ­ტი­ე­რეს­მა. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS