ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მამა კარგად ცნობილი ძიუდოისტი - ზაზა შერაზადიშვილი, მეტსახელად "პაპუასა" იყო. საქართველოში ცხოვრებისას, პატარა ნიკო ძიუდოსა
2014 წელს ნიკომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში. იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმ ტურნირზე საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კი ბექა გამარჯვებული გახდა, ხოლო შერაზადიშვილი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შერაზადიშვილი 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა, მაშინ ფინალში უკვე ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა. ვერცხლის მედლით დაასრულა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდათა შორის.
ნიკოსთვის განსაკუთრებული 2018 წელი გამოდგა, როდესაც უკვე უფროსთა შორის, თელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ქალაქმა ბრუნეტემ ნიკოლოზ შერაზადიშვილს მადლობა სასიამოვნო ჟესტით გადაუხადა - "ტატამის მეფისა" და "ძიუდოს ანგელოზის" პატივსაცემად გაიხსნა ქუჩა, რომელსაც "Niko Shera" ეწოდება.
"ბრუნეტე ამ აქტით ნიკოს პატივს მიაგებს. ჩვენ წლების მანძილზე ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ის, როგორც სპორტსმენი!" - განაცხადა ქალაქის მერმა ბორხა გუტიერესმა. განაგრძეთ კითხვა: