23 ოქტომბერი, 2018
ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი ფეხბურთელების სუპერ-სექსუალური ცოლები
ფეხბურთელები ყოველთვის გოგონების ყურადღების ცენტრში არიან, მით უმეტეს დიდია თაყვანისმცემელთა რიგები, როცა სპორტსმენს წარმატებული კარიერა აქვს.

ვინ არიან ქართველი ფეხბურთელების ცოლები, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ?

თითქოს ბუნების კანონია, რომ ფეხბურთელის მეორე ნახევარი აუცილებლად მოდელი უნდა იყოს და პირიქით. ცნობილი ფეხბურთელის, ლევან მჭედლიძის რჩეული, ხატია ხვადაგიანიც მოდელია. ხატიას მამა ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა. ლევანმა დაინახა თუ არა ხატია მამასთან ერთად, მოიხიბლა, მოგვიანებით, მოდელს ინტერნეტით დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. ასე დაიწყო წყვილის ურთიერთობა და დღეს მათ უკვე
ორი შვილი ჰყავთ.

Rating
Rating

ჯანო ანანიძის ცოლი მარიამ ფურელიანია. მარიამი ნინი ქარსელაძის საუკეთესო მეგობარია. ჯანო ანანიძესა და მარიამ ფურელიანს ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ისინი პატარა ნიაკოსთან ერთად მოსკოვში ცხოვრობენ.

Rating

ვაკო ყაზაიშვილისა და გვანცა ნიშნიანიძის მშობლები მეგობრები იყვნენ, ამიტომ ისინი ბავშვობიდან მეგობრობდნენ, მოგვიანებით, 17 წლის ასაკში კი ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაუჩნდათ. “შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს ვერ “გავქაჩეთ””, - ამბობს გვანცა ერთ-ერთ ინტერვიუში. წყვილი 19 წლის ასაკში დაქორწინდა, გვანცა მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა, ნაადრევი ქორწინების გამო, ოცნების ახდენა ვერ შეძლო.



ფეხბურთელ ბუბა დაუშვილის მეუღლე მოდელი ეკო დაუშვილია. ეკო ბუბაზე დაქორწინების შემდეგ აქტიურ სამოდელო კარიერას აღარ ეწევა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავთ. მათ აღზრდაში ძირითადად ეკოა ჩართული. ეკოს საკუთარი ბიზნესი აქვს და მეუღლეს ხელს ყველაფერში უწყობს.

Rating

ყველაზე სკანდალური ფეხბრთელის გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგიშვილია. გიორგისა და თამთას ქალიშვილი ალექსანდრა ჰყავთ.  წყვილმა 22 წლის ასაკში იქორწინა და ისინი ახლა ჰოლანდიაში ცხოვრობენ. 
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნათ
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგრამ მე მეტი ბოტოქსით მინდა
00:38 / 10-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ჰერა
ფუი თქვენი, ბარემ ეგეც გაიხადეთ რაც გაცვიათ, მაინც არ გიფარავთ არაფერს წესიერად და რა აზრი აქვს. უბედურება ის არის, რომ ასე დაკარგა ქართველმა მანდილოსანმა კდემამოსილება, გადაუსწარით ევროპელებს ცუდში, ისინიც კი აღარ იბრდღვნიან ტანსაცმელს ასე. სულ გაგიხდიათ, მაგრამ ქვეყანას მაინც ნუ აჩვენებთ. ან ამ ქმრებს აზროვნება თუ აქვთ ნორმალური, თავიანთი მეუღლეების ასეთ ინტიმურ სურათებს ასე საჯაროდ რომ აჩენენ. ნუ გამკიცხავთ ახლა , აბა პლაჟზე ჩაცმული ხომ არ ივლიან და ასე შემდეგ, გავლილი თემაა ეგ უკვე, აქ სხვა რამეშია საქმე, ნორმალურად მოაზროვნე ქართველი და ოჯახის დამიანი მიხვდება უკეთ.
02:10 / 28-10-2018
გამოხმაურება / 0 /
იხვნისკარტების ფანი
დდ ერთი საერთო შტრიხი ყველასთვის- იხვის ცხვირპირი. გაუგებარია,ასე რატომ იმახინჯებენ თავს, თუმვა,ცარიელ თავებს მეტს ვერ მოსთხოვ.დ
15:59 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ისე არიან გაბერილები ,აშკარად ბურთები უდევთ ტუჩებსა და მკერდში.თავშიც ))))
23:35 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS