22 ოქტომბერი, 2018
"შორენა ჩემი ცოლი არ არის... ის ჩემი სხეულის ნაწილია!" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი სულ აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­ვი­სი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბით, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლო­ბითა და გულ­წრფე­ლო­ბით. მო­ცეკ­ვა­ვე გია ჯა­ჯა­ნი­ძეს ჰყავ­და თა­ვის გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც სხვა თე­მებ­თან ერ­თად ცოლ­ზეც ისა­უბ­რა - ბევ­რმა იცის, რომ მისი მე­უღ­ლე შო­რე­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ასე­ვე ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და გიგი და რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბის უფ­რო­სი დაა.

წყვი­ლი მო­ზარ­დო­ბის წლე­ბი­დან ერ­თად ცეკ­ვავ­და, შემ­დეგ შვილ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავრნენ სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ. მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად და­იმ­კვიდ­რეს იქ თავი. წყვილს იქ სა­კუ­თა­რი ცეკ­ვის სტუ­დია აქვს და წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს.

რას ფიქ­რობს გოჩა თა­ვის მე­უღ­ლე­ზე?
ინ­ტერ­ვი­უ­ში რამ­დე­ნი­მე ემო­ცი­უ­რი
ფრა­ზა ცოლს ეკუთ­ვნო­და:

- ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ მე და შო­რე­ნა. რაც თავი მახ­სოვს, სულ ვცეკ­ვავ­დით, ერ­თმა­ნე­თის სხე­უ­ლებ­ზე ვცეკ­ვავ­დით და ვიზ­რდე­ბო­დით... მე არ ვხე­დავ მას, რო­გორც მე­უღ­ლეს, მე­გო­ბარს, ის არ არის სხვა არ­სე­ბა. ის ჩემი სხე­უ­ლის ნა­წი­ლი გახ­და. რო­გორ უნდა მოგ­წყინ­დეს შენი ფეხი, ხელი ან შენი სა­კუ­თა­რი თავი?

Rating

- ამ­ბობ­დნენ, რომ სი­მამრს არ მოს­წონ­დით?

- ეგ ზღაპ­რე­ბია, სი­მამ­რის გაზ­რდი­ლი ვარ... უბ­რა­ლოდ, ჩვენ ცელ­ქი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, ლე­ვა­ნი რომ გაგ­ვიჩ­ნდა, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით... მით უმე­ტეს, შო­რე­ნა, ის ჩემ­ზე პა­ტა­რაა. თვი­თო­ნაც ბავ­შვი იყო და შვი­ლი გა­უჩ­ნდა... ეს არ იქ­ნე­ბო­და მშობ­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS