18 ოქტომბერი, 2018
"ამ მთავრობას რა ვუთხარი, ნიკა გვარამიას და მაგნაირებს საერთოდ რომ ხმას აღებინებს.."
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალი ოფიციალურად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს... სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული...

იხილეთ: "გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე... საბოლოო მიზანი მაგ კაცის ლიკვიდაციაა" - რა აუდიოჩანაწერებს ავრცელებს პროკურატურა პატარკაციშვილის საქმეზე?

ამ საკითხზე სასაუბროდ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ
2008 წელს უცნაურად გარდაცვლილი ბიზნესმენის
დამ, მზია პატარკაციშვილმა გვითხრა, რომ თავადაც და დედაც - ნათელა პატარკაციშვილიც შეძრა გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა, რომლებიც პროკურატურამ გამოაქვეყნა და თავს ცუდად გრძნობენ.

პატარკაციშვილების ოჯახთან ახლობლობს ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც განვითარებულ პროცესებზე გვესაუბრება:

- ვერაფერს ვიტყვი, რადგან საქმე არ არის ჯერ ბოლომდე მიყვანილი. როცა ბოლომდე მიიყვანენ, მაშინ ვიქნებით ყველა მადლიერი! მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბადრი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა! ყოველთვის იკეთებდა გამოკლევებს და მას არც გული, არც არაფერი აწუხებდა...

- ნიკა გვარამიამ საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია, არავის ისე არ სძულდა და ეშინოდა მისი, როგორც მასო…
- ამ მთავრობას რა ვუთხარი, ნიკა გვარამიას და მაგნაირებს საერთოდ რომ ხმას აღებინებს... კანონმა თუ არ იკანონა და არ დაისაჯა ის, ვინც დასასჯელია, ყოველთვის ასეთი ვითარება გვექნება! საწყალი ეს ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს, საერთოდ რა ეშველებოდათ?! თვითონ რაღაცას გამოაქვეყნებენ და ის სწორია და თუ რამე არ მოეწონათ, მერე ყველა, ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერს ხელს! არ ვიცი, რა ნერვები უძლებს, რეაქცია რომ არ აქვს ამათ გამოხტომებზე!

ნიკა გვარამიას საერთოდ არ აქვს უფლება, ხმა ამოიღოს, მაგან შეთხზა ტექსტი და გაახმაურა ჯერ კიდევ ბადრის სიცოცხლეში, თითქოს ბადრი პატარკაციშვილი გადატრიალებას გეგმავდა... ამიტომ გამკვირვებია ამ ხელისუფლების, რომ მის ახლანდელ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება რომ არ ხდება!  განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
........
ქალბატონი ნონა, როგორც დამსახურებული მოჭადრაკე, რამდენს იღებთ დახმარებას? აი გვარამია სხვა დამსახურებისთვის იღებს, სხვა პიროვნებისგან, ასე რომ ერთმანეთს ხელი გადახვიეთ, არანაირი სხვაობა თქვენს შორის არაა.
11:39 / 22-10-2018
გამოხმაურება / 0 /
manana
გვარამია არის უდიდესი ნაძირალა!
17:07 / 18-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS