15 ოქტომბერი, 2018
"ბიძინა ივანიშვილს გამდიდრება უნდაო, რომ იძახიან, სისულელეა, უკანაფოდაც მშვენივრად არის"
არ წყდება ვნებათაღელვა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი, რომელიც თითქოს მთავრობას პარლამენტიდან უნდა გაეწვია, კვლავაც საკანონმდებლო ორგანოშია და როგორც ამბობენ, მის განხილვას 2 თვეში მიუბრუნდებიან.
ამ საკითხზე მოსაზრებას გვიზიარებენ: მსახიობი ზურა ყიფშიძე და მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ზურა ყიფშიძე:
- ზოგადად, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ამხელა შფოთვა კანაფზე, ესეც ისეთივე მცენარეა როგორც, მაგალითად, ყურძენი... ასი მილიონი წელია გამოიყენება და ვერ ვხვდები, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. კანაფს იყენებდნენ სვანეთში, კანაფის
თოკი ახლაც ყველაზე მაგარია!
ასე ყველაფერი საშიშია, თუ ზედმეტს მივიღებთ - ანალგინიც კი!

მე არ მომეწონა სხვა რამ! კანაფის ლეგალიზაციაზე იყო ლაპარაკი და უცებ ჩამოაგდეს თემა, რომ თურმე კანაფი უნდა მოვიყვანოთ და ეს გახდეს ამ ქვეყანაში ყველაფერი! სად ვიყავით აქამდე, თუ ამით იმდენი ფული იშოვება,  რომ ავშენდებით. ჯერ ბადრიჯნისთვის ვერ მოგვივლია და კარტოფილი თურქეთიდან შემოგვაქვს, ამ დროს რაღა კანაფს ვეცით, რომელიც, როგორ ვიცი, საკმაოდ ძნელი მოსაყვანია?! მერე ვინ შეგვაყოფინებს ცხვირს იმ ბაზარზე?! ცოტა არ იყოს, ამჩატებული ნაბიჯი მგონია...

- თვლით, რომ კანაფის თემა მთავრობისთვის დამაზიანებელია წინასაარჩევნოდ?
- ჩემი აზრით, ძალიან საზიანოა! ახლა ნამდვილად არ იყო მაგის დრო, ეს თემა არ უნდა წამოეწიათ. იმდენად საბავშვო ბაღს ემსგავსება ყველაფერი, უკვე მიკვირს! რა თქმა უნდა, ძალიან შეეშალათ და ვიღაცამ ძალიან წინდაუხედავობით შემოიტანა მთავრობაში ეს აზრი, ან მტერია ვიღაც, ან რაღაც პროვოკაციას უჩანს პირი! არიქა, ბიძინა ივანიშვილი გამდიდრება უნდაო, რომ იძახიან, რა სისულელეა!? უკანაფოდაც მშვენივრად არის...
ქვეყანა გამდიდრდება, როგორც ჰოლანდიაო, - მთავრობა გვიმტკიცებს და ჰოლანდია ვიდრე კანაფს მოიყვანდა, ხორცს, ყვავილებს, ბრილიანტებს და ათას რაღაცას აწარმოებდა. ჩვენ რაღა კანაფს ვეცით?! დალოცვილი მიწა გვაქვს და ჯერ, იქნებ, ჩვენი კარტოფილი შევინარჩუნოთ. თურქეთიდან შემოგვაქვს პომიდორი და ჩვენი კარგი პომიდორი უკან გააქვთ... სად არის ამაში ან ლოგიკა, ან ტვინი?! მთავრობამ მიწას მიხედოს და მერე გლეხობა კანაფს დათესავს თუ მწვანილს, ეს მათი გადასაწყვეტია! მიწაზე შრომას ფასი უნდა ჰქონდეს! ადრე ქართველი კაცი თავის შრომით ცხოვრობდა და ახლა ყველას ქალაქში უნდა ცხოვრება, უნდათ ფული ზევიდან დაეყაროთ ხელის გაუნძრევლად!  განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS