ნუგო ეზოდან ძლივს ამოვიყვანე. ორი დაძახების მერე უკვე ვბრაზდები და მოვემზადე დასატუქსად... კარებში რომ შემოვიდა, დავიწყე დედასავით...
- რას გიგავს ტანსაცმელი? როგორ ბედავ, ერთ დაძახებაზე რომ არ ამოდიხარ? მანახე ხელები, რას გიგავს? მანახე-თქო...
ხელებს ისევ უკან მალავს...
- ბიჭო, ხელები მანახეე... - ვუმატებ ხმის ტონს.
დგას თავდახრილი.
უკანხელებდამალული.
სახეზე ეტყობა, რომ ეზოში ნაგორავებ-ნახტუნავებია
რადგან მისით არ შლის ხელებს, შემოვუარე, ზურგს უკან დამალული ხელები ჩამოვაშვებინე და ხელში ეს გვირილა შემრჩა...
განაგრძეთ კითხვა: