09 ოქტომბერი, 2018
მრევლი სასწაულის მოლოდინშია - ბერმა ნიკოლოზმა იმიჯი შეიცვალა
ბერმა ნიკოლოზმა, იგივე ნარიმან მაქარაშვილმა, იმიჯი შეიცვალა, მან ყველასთვის მოულოდნელად, წვერი მოიპარსა და თმა გადაიპარსა.

მამა ნიკოლოზის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი მრევლი გახარებულია, რადგან მათი თქმით, ეს დიდი ცვლილებების ნიშანია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მრევლი წერს და არ გამორციხავს, მამაომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას მიჰყოს ხელი.

,,მე ამას ველოდი... ერთმა მამაოსთან პირდაპირ დაახლოვებულმა პირმა და ჩემმა მეგობარმაც გამაფრთხილა, რომ დიდი ცვლილებები მოხდება... მამაოს სხვა გზა არ დაუტოვეს

და თუ ის ერისკაცად დაბრუნდა
მინდა მე ვიყო პიონერი მის გვერდზე ხმლით დავდგე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე... ბოროტება კი არ დამარცხდა ის ყვავის ჯერ კიდევ . ნახეთ მამაოს რა მკაცრი და შეუპოვარი გამოხედვა აქვს... როგორ შევძელით ეს სათნო სიყვარულუთ სავსე ადამიანი ამად გვექცია... აი ვინ ვართ ჩვენ ... დიდი აგრესია მიჩნდება ყველას მიმართ ვინც მამაოს აწყენინა... მოსახდენი მაინც მოხდება და ამისთვის უფალს რამდენიმე გეგმა აქვს ჩვენ კი ჩვენი ქცევით უკუდურესი ავარჩევინეთ ჩვენს მადლმოსილ სათნო და უფლისმიერ ზეკაცს... გული მტკივა..თან უსაშველოდ"
ეკა ებელაშვილი

,,ყველა ერთისათვის ერთი ყველასთვის!!!"

ცხოვრების აზრი ბოროტებასთან ბრძოლაში!!!

აპოკალიფსში პირდაპირ წერია, რომ მხოლოდ ის
გადარჩება, ვინც შეებრძოლება
ბოროტებას!!!”

ფოლადის სახე!!!!!!!

,,ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი!"



მამა ნიკოლოზს საპატრიარქო არ აღიარებს, თავად კი საკუთარი თავი წმინდანად მიაჩნია და მისი მრევლი ამის გამო თბილისის ქუჩებში ხელმოწერებსაც კი აგროვებს და ვინც იცის, იქნებ ის ხალხის მიერ არჩეული წმინდანი გახდეს.

ბერი ნიკოლოზი მამა გაბრიელის უკანასკნელი მოსწავლე იყო და თბილისში სახელი საცხოვრებელი სახლების "აწიოკებით" გაითქვა.
ის მდუმარებაშია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნინა
ბერი ნიკოლოზი არის უდიდესი სალოსი ბერი და ღრმად მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გაცხადდება. დევნა ნამდვილების ხვედრია!ვერ შევიცანით მამა გაბრიელი,ცოცხალი მოწმე ვარ, რასაც მასზე იძახდა არაერღთი მღვდელი და ხალხს ზიარების უფლებას ართმევდა,ვინც მასთან მივიდოდა და მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგაც,მის საფლავზე ეკრძალებოდათ მისვლა და ზეთის ცხება...თუმცა და თუმცა.........გავიდა დრო და ისევე ის მღვდლები მამა გაბრიელის ხატთან ლოცულობენ.ისევ,იმავე შეცდომების დაშვება ხდება,რასაც განზრახ და ზოგჯერ,უცოდინარობით ჩავდიოდით.
12:43 / 16-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ანტიმრევლი
ტიპმა დაიბანა :)
19:15 / 10-10-2018
გამოხმაურება / 0 /
???
მარცხენა სურათზე ბერი ნიკოლოზი არ არის!
17:58 / 10-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
და ამის დამწერს თავი ჟურნალისტი ჰგონია. თუმცა იმდენი ჭკუა მაინც ეყო რომ სახელისა და გვარის მიწერა შერცხვა.
11:01 / 10-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS