09 ოქტომბერი, 2018
უცხოელ კაცებზე გათხოვილი ქართველი ქალები
განსხვავებული ეროვნების ადამიანების ქორწინება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული... ქართველი ქალი, რომელიც უცხოელზე ქორწინდება, საზოგადოების მხრიდან, ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება ხოლმე. გარდა ამისა, არც ისე მარტივია განსხვავებულ ადათ-წესებისა და ჩვეულებების მქონე ადამიანთან თანაცხოვრება... მაგრამ, სადაც სიყვარულია, იქ დაბრკოლებები, ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა ყველაფერს უფრო მიმზიდველს ხდის.


Rating

სალომე კორკოტაშვილი პირველად 16 წლის ასაკში დაოჯახდა, თუმცა, 6 წლის შემდეგ ქმარს გაშორდა. შემდეგ სალომე უცხოეთში მოღვაწეობდა და იქაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა. მომღერლის მეორე მეუღლე, რიჩარდი შოტლანდიელი ჟურნალისტია. როგორც სალომე
ამბობს, რიჩარდს არ სურს პოპულარობა.

Rating

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელ ექიმზე დაქორწინდა. ნუკიმ მიატოვა კარიერა საქართველოში და ბენთან ერთად ამერიკაში წავიდა, წყვილს ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინათ, ბიჭს ნიკოლას ოლივერ ხაიმი დაარქვეს. წყვილი ხშირად ჩამოდის საქართველოში. ნიკოლას ოლივერ ხაიმი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მონათლეს.

Rating

თაკო გაჩეჩილაძე ბულგარელ პროდუსერზე, ბორის ლავ-მილანოვზე დაინიშნა. მომღერალმა სოც. ქსელში თავად დაწერა ეს სიახლე და ფოტოც გამოაქვეყნა. წყვილმა ერთმანეთი ევროვიზიაზე გაიცნო და მალე დაქორწინდებიან.

Rating

ნათია რთველიაშვილი მაყურებელმა მეგა-შოუს, - „შენ შეგიძლია ცეკვას" ჟიურიდან გაიცნო. ის პროფესიონალი მოცეკვავე და ბალერინა, ერთადერთი ქართველია, ვინც წლების განმავლობაში „რივერდანსში”ცეკვავდა. მისი მეუღლე – პატრიკი, რომელიც ირლანდიული წარმოშობის ამერიკელია, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ამ შოუში სოლო-მევიოლინე იყო და მათი ურთიერთობაც სწორედ წლების წინ, „რივერდანსში” დაიწყო.

Rating

ქეთევან ციხელაშვილი
„მედიატორის" 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ყველაზე მდიდარი მინისტრების სამეულში შედის. ის დაწორწინებულია გერმანელ არმინ ჰუტენლოხდრზე, კომპანია „რეს-საზოგადოებრივი და კორპორატიული ურთიერთობების" მფლობელზე.

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS