07 ოქტომბერი, 2018
როგორ გამოიყურება ოთარ ფარცხალაძის მეორე ცოლი, რომელზეც ერთი წლის წინ იქორწინა
ყოფილი მთავარი პროკურორის, ამჟამად კი ბიზნესმენის ოთარ ფარცხალაძის გარშემო სკანდალები ჯერ კიდევ მისი მთავარ პროკურორად მოულოდნელად დანიშვნისა და რამდენიმე კვირაში გათავისუფლებისას დაიწყო. ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი "ომეგა ჯგუფის" გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს.

ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც მედიასთან არ ურთიერთობს და ბოლო დროინდელ მოვლენებზე კომენტარისგან თავს იკავებს, "ქართული ოცნების" კეზერაშვილად ხშირად მოიხსენიებენ. როგორც ამბობენ, იგი რიგ საქმეებს "შავად" ალაგებს, შედეგად კი მოკლე ხანში გვარიანად გამდიდრდა კიდეც. ბუნებრივია, მისი პიროვნებისა და ოჯახის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება.

ოთარ
ფარცხალაძეს ჰყავს მეუღლე ეკა ჩხიკვიშვილი და ვაჟი. ეკა ჩხიკვიშვილი ფარცხალაძის მეორე მეუღლეა. წყვილი ერთი წლის წინ დაქორწინდა.

ქმრისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში აქტიურია მისი მეუღლე.

"კურიერის" ინფორმაციით, პროკურორობიდან წასვლის შემდეგ ფარცხალაძის დეკლარაციაში ბინების, მანქანების, ბიზნესწილებისა და შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა.

ბიზნესწილების მფლობელები ხდებიან მისი ოჯახის წევრები - შვილი, ანდრია ფარცხალაძე და მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინი
რატომ მეორე? მესამე ცოლია
14:24 / 08-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS