რუსი და ირლანდიელი სპორტსმენების შეხვედრა 30 წლის ხაბიბის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან ბრძოლის მოგების შემდეგ, ის ოქტაგონიდან დარბაზში გადახტა და მოწინააღმდეგის მხარდამჭერები სცემა.
პოლიციამ ინციდენტის შედეგად სამი პირი დააკავა და უკვე სამივე თავისუფალია. თუმცა, რა ბედი ელის 30 წლის სპორტსმენის ტიტულს, ჯერჯერობით უცნობია.
"რეიტინგი" სპორტსმენების პირადი ცხოვრების დეტალებით დაინტერესდა.
ხაბიბ ნურმაგომედოვის ოჯახის
რუსული პრესის ცნობით, 30 წლის სპორტსმენის მეუღლე არ დადის კლუბებში, არ სტუმრობს ბუტიკებს და არც ქმარს დაჰყვება შეჯიბრებებზე, რასაც ვერ ვიტყვით კონორ მაკგრეგორის მეორე ნახევარზე.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ფოტო, სადაც თითქოს სპორტსმენი მეუღლესთან ერთად იყო გადაღებული, ამ ფაქტმა მისი ფანები შეაშფოთა და გაირკვა, რომ ტაბლოიდებმა ტყუილი გაავრცელეს. გოგონა, რომელიც ხაბიბთან ერთად ფოტოზეა გადაღებული, ცნობილი რუსი ტელესახე, "დომ2"-ის სკანდალური მონაწილე, ოლგა ბუზოვაა.
შესაძლოა, ბუზოვაზეც დაქორწინდეს ხაბიბი, მას საკუთარი რელიგია მრავალცოლიანობის უფლებას აძლევს.
რაც შეეხება კონორ მაკგრეგორის პირად ცხოვრებას, მას ყველგან შეუძლია შოუ დადგას და ეს არა ერთხელ დაამტკიცა კიდეც. მათ შორის მაშინ, როცა ხაბიბთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. უყვარს ტატუები, პროფესიით სანტექნიკოსი იყო.
2008 წელს პირველად იჩხუბა MMA-ში. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
უმშვენიერესმა დი დევლინმა და კონორმა ერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნეს. მალევე იქორწინეს და 2017 წელს შვილიც შეეძინათ.
2018 წელს კონორმა საკუთარი ვისკი Proper 12 გამოუშვა, რომელიც გარდაცვლილ ბაბუას, კრისტოფერ მურის მიუძღვნა.
ისინი ხაბიბის ოჯახისგან განსხვავებით, აქტიურად ეწევიან ღამის ცხოვრებას.