07 ოქტომბერი, 2018
ხაბიბი ქამრის გარეშე დარჩება და ამერიკიდან დეპორტაციას გაუკეთებენ - პასუხი ყველა კითხვაზე და მადლობა პუტინს
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაბიბმა პრესკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია ის, რომ ჟურნალისტების კითხვას, გამართავდა თუ არა რევანშს მაკგრეგორთან, არ უპასუხა.

- პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვიხადო, ბრძოლის დასრულების შემდეგ რაც მოხდა, ეს ჩემგან კარგი საქციელი არ იყო. თუმცა, ძალიან რთულია, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და ეს მოითმინო, ის აუგად საუბრობდა ჩემი რელიგიის, მამაჩემის და სამშობლოს შესახებ. მოსდევდა
ჩემს ავტობუსს, ისვროდა სკამებს, მდებდა მკველობაში ბრალს. რას ფიქრობთ? რას იტყვით? გამართლებულია თუ არა გალიაში მისვლამდე ესეთი რაღაცეები? მე არ მესმის.

მამაჩემმა მასწავლა, რომ პატივი უნდა ვცე სხვა ადამიანს, მე 7 წელია, რაც კალიფორნიაში ვარ და ვინც ჩემ გარშემოა, ყველამ იცის, თუ რა ადამიანი ვარ.




შერეული საბრძოლო ხელოვნება არის ურთიერთპატივისცემის სპორტი და არა ბინძური საუბრებით დაპირისპირება. მე მინდა, შეიცვალოს ეს სპორტი და დამოკიდებულება, არ მინდა სპორტსმენების რელიგიას, მამებსა და ეროვნებას შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჩემთვის ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ ვამაყობ ერთი მომენტით, ყველა მედია წერდა, რომ მაკგრეგორს ფოტო აქვს პუტინთან და რუსეთის პრეზიდენტი მას გულშემატკივრობდა. პუტინმა გამარჯვების შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ ის ამაყობს ჩემით და მომილოცა ჩემპიონობა.

მე ვთქვი, რომ ყველაფერს 6 ოქტომბერს შევცვლი და ეს შევძელი!

დღევანდელ დაპირისპირებაზე მეტად, აქტიური განხილვის საგანი ბრძოლის შემდეგ მომხდარი ფაქტი გახდა. ამასთან დაკავშირებით თავისი კომენტარი გააკეთა UFC-ის პრეზიდენტმა დენი უაითმა.

- მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, კონორის თანაგუნდელმა ხაბიბს რაღაც გასძახა და რუსმა სპორტსმენმა ოქტაგონი დატოვა. ამავდროულად, არენაზე ხაბიბთან ერთად მყოფი ორი პირი შემოიჭრა და მაკგრეგორს უკნიდან თავს დაესხა.



სპორტული საბჭო უახლოეს მომავალში შეიკრიბება და იმსჯელებს ამ ფაქტზე. რაც შემიძლია, ამ ეტაპზე გითხრათ, კონორის ბრალეულობას ვერ ვხედავთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი პიროვნება დააკავეს, თუმცა, უკვე თავისუფლები არიან. მაკგრეგორს პოლიციაში არ უჩივლია.

ირლანდიელს აუცილებლად ენდომება რევანში, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. მარტო ესეც არ არის, ხაბიბმა ამით თავისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა, რადგან მას შეიძლება ამერიკის ვიზა აღარ გაუხანგრძლივონ ან სულაც დეპორტი ჩაურტყან. ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS