ჩვენებაში მონაწილეობდნენ 90-იანი წლების სუპერ მოდელები, რომლებსაც ბრენდი დღემდე არ ღალატობს. პოდიუმზე ვიხილეთ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ევა ჰერციგოვა, კარლა ბრუნი და ჰელენა კრისტენსენი. მათთან ერთად ჩვენებაზე გამოვიდა 53 წლის ქალღმერთი - იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი მონიკა ბელუჩი.
ეს ტენდენცია ქართულ რეალობაში რომ გადმოვიტანოთ, ჩვენც გყვავს ერთი ქალბატონი, რომელიც
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რომ შესანიშნავ ფორმაშია და თავის ასაკთან შედარებით არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს უკვე არავისთვისაა უცხო (თუმცა, რომელ ასაკზე ვსაუბრობთ - ია აცხადებს, რომ 39 წლისაა და შემდეგი ასი წელი აღარ მოემატება ასაკი, მთავარია, შესახედაობა ამის თქმის უფლებას აძლევს), მაგრამ საინტერესოა მისი ჩაცმულობა. მსახიობი, როგორც წესი, ძვირადღირებულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. მის გარდერობში ჭარბობს dolce gabbana-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-ის, Prada-ს, MIU MIU-სა და სხვა ბრენდების სამოსი. ამჯერად ჩვენ მის სატელევიზიო სამოსზე შევაჩერეთ ყურადღება, დავინტერესდით იმ ტანსაცმლით, რომელიც ია ფარულავას ყოველ ორშაბათს გადაცემა „ფარული კონვერტის“ მიმდინარეობისას აცვია.
Reitingi.ge მსახიობს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- ქალბატონო ია, ჩვენი შეკითხვები თქვენს სატელევიზიო ჩაცმულობას შეეხება, თუმცა, პირველ რიგში, რომ გვითხრათ, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „ფარული კონვერტის" ახალ სეზონზე?
- გადაცემას ამ სეზონზეც ბევრი სიახლე აქვს, რამდენიმე გადაცემა წინასწარაა ჩაწერილი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო, უცნობი ისტორია გველოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ „ფარული კონვერტის“ მაყურებლისთვის გახდება ცნობილი. მხოლოდ ერთს დავამატებ, ახლახანს გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ გადაცემა გახდება სეზონური, რამაც ძალიან გამახარა - უფრო მეტი დრო მექნება კიდევ უკეთესი სამოსის შესაძენად.
- „ვანოს შოუში“, გადაცემის პრეზენტაციისას, თქვით, რომ თქვენი მთავარი მოვალეობაა ის, რომ ეკრანზე კარგად გამოიყურებოდეთ. გამოდის, რომ ბევრ დროს უთმობთ ამ საზრუნავს...
- იცით რაშია საქმე, იმდენად დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ კარგ ფორმაში ვარ, რომ არ მაქვს უფლება, ეკრანზე ცუდად გამოვჩნდე, ეს ერთგვარი პატივისცემის გამოხატვაცაა ჩემი მხრიდან, იმ მაყურებლის მიმართ, ვინც ხშირად Facebook-სა თუ Instagram-ზე აღფრთოვანებას გამოხატავს და ხშირად მეკითხება რჩევებს. რაც შეეხება სამზადისს, არის რაღაცეები, რაც უნდა გაითვალისწინო, ვგულისხმობ იმას, თუ რა როგორ გამოჩნდება ეკრანზე.
- რაც შეეხება თქვენს ულამაზეს კაბებს, რომლებიც ეკრანზე გაცვიათ, იქნებ გაგვიმხოლოთ მათი ღირებულება?
- ის სამოსი, რომელიც გადაცემის ჩაწერაზე მაცვია, სხვადასხვა წამყვანი ბრენდების კოლექციებიდანაა, ძირითადად 2017 და 18 წლის კოლექციებიდან, ხშირად შემიძენია კაბა, რომელიც შემდეგ ჩემს გემოზე გადამიკეთებია მკერავის დახმარებით, მთავარია, მოიხდინო სამოსი, ხოლო თუ რამის შეცვლა მინდა და ვიცი, რომ უკეთესი იქნება, გადაკეთებებს არ ვერიდები. რაც შეეხება სამოსის ღირებულებას, ამაზე საუბარი ცუდ ტონად მიმაჩნია, სხვადასხვა დროს არაერთ სიტუაციაში ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც უნდა გავიმეორო.
თავად ია ფარულავამ კონკრეტული ბრენდებისა და მათი ფასების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ, თუ რომელი ბრენდის, რომელი კოლექციიდანაა მისი საეკრანო გარდერობი შემდგარი და რა არის მისი ტანსაცმლის ღირებულება:
ეს ულამაზესი ყვავილებიანი კაბა "დოლჩე და გაბანას" 2018 წლის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 2500 $-ს შეადგენს.
"დოლჩე და გაბანას" ორეული 2017 წლის კოლექციიდან, ფასი - 1500 $.
ეს ულამაზესი კაბა კი „გუჩის“ მოდის სახლს ეკუთვნის. ის მუდმივი კოლექციიდანაა და მისი ღრებულება 3800$-ია.
ეს ულამაზესი „დოლჩე გაბანას“ კოქტეილებიანი კაბა კი 2017 წლის კოლექციის ნაწილია და მისი ღირებულება +2000$-ია.
„დოლჩე გაბანას“ 2017 წლის კოლექცია. ფასი: 2000$
„დოლჩე გაბანას“ 2018 წლის კოლექცია. ფასი 1500$.
ზედა „დოლჩე გაბანას“ 2018 წლის კოლექციიდან. + 1000$
ეს ულამაზესი კოპლებიანი კაბა კი „დოლჩე გაბანას“ 2016 წლის კოლექციიდანაა და მისი ფასი 1500$-ია.
წითელი კაბა როლან მიურეს მუდმივი კოლექციიდან. ფასი 1000$
ზედა - "გუჩის" 2018 წლის კოლექციიდან. ფასი: 1500$
"ივ სან ლორანის" 2016 წლის კოლექცია. ფასი 2500$
ზედა - „დოლჩე გაბანა“. ფასი - 900$. შარვალი - „ეტრო“, ფასი - 600$
ეს მწვანე კაბა კი „მიუ მიუს“ 2017 წლის კოლექციიდანაა. ფასი: 2000$
კაბა "ბალენსიაგას“ 2016 წლის კოლექციიდან. ფასი +2000$
ეს ყვავილებიანი კაბა კი, რომელიც ანონსში ვნახეთ და ჩვენი ყურადღბის მიღმა არ დარჩა, „დოლჩე გაბანას“ წლევანდელი ზაფხულის კოლექციიდანაა და ის 1500$ ღირს.
ზაურ მირიანაშვილი