01 ოქტომბერი, 2018
15 ბრენდული კაბა ია ფარულავას გარდერობიდან - ნახეთ რა ღირს მსახიობის სატელევიზიო სამოსი
„დოლჩე გაბანას“ მოდის სახლის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება კიდევ ერთხელ იყო დასტური იმისა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს მომხიბვლელი და სექსუალური.

ჩვენებაში მონაწილეობდნენ 90-იანი წლების სუპერ მოდელები, რომლებსაც ბრენდი დღემდე არ ღალატობს. პოდიუმზე ვიხილეთ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ევა ჰერციგოვა, კარლა ბრუნი და ჰელენა კრისტენსენი. მათთან ერთად ჩვენებაზე გამოვიდა 53 წლის ქალღმერთი - იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი მონიკა ბელუჩი.

Rating

ეს ტენდენცია ქართულ რეალობაში რომ გადმოვიტანოთ, ჩვენც გყვავს ერთი ქალბატონი, რომელიც
იტალიაში რომ დაბადებულიყო, აუცილებლად ვიხილავდით ამ ჩვენებაზე, თუმცა, ის საქართველოში დაიბადა და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია.

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რომ შესანიშნავ ფორმაშია და თავის ასაკთან შედარებით არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს უკვე არავისთვისაა უცხო (თუმცა, რომელ ასაკზე ვსაუბრობთ - ია აცხადებს, რომ 39 წლისაა და შემდეგი ასი წელი აღარ მოემატება ასაკი, მთავარია, შესახედაობა ამის თქმის უფლებას აძლევს), მაგრამ საინტერესოა მისი ჩაცმულობა. მსახიობი, როგორც წესი, ძვირადღირებულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. მის გარდერობში ჭარბობს dolce gabbana-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-ის, Prada-ს, MIU MIU-სა და სხვა ბრენდების სამოსი. ამჯერად ჩვენ მის სატელევიზიო სამოსზე შევაჩერეთ ყურადღება, დავინტერესდით იმ ტანსაცმლით, რომელიც ია ფარულავას ყოველ ორშაბათს გადაცემა „ფარული კონვერტის“ მიმდინარეობისას აცვია.

Reitingi.ge მსახიობს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- ქალბატონო ია, ჩვენი შეკითხვები თქვენს სატელევიზიო ჩაცმულობას შეეხება, თუმცა, პირველ რიგში, რომ გვითხრათ, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „ფარული კონვერტის" ახალ სეზონზე?
- გადაცემას ამ სეზონზეც ბევრი სიახლე აქვს, რამდენიმე გადაცემა წინასწარაა ჩაწერილი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო, უცნობი ისტორია გველოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ „ფარული კონვერტის“ მაყურებლისთვის გახდება ცნობილი. მხოლოდ ერთს დავამატებ, ახლახანს გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ გადაცემა გახდება სეზონური, რამაც ძალიან გამახარა - უფრო მეტი დრო მექნება კიდევ უკეთესი სამოსის შესაძენად.

- „ვანოს შოუში“, გადაცემის პრეზენტაციისას, თქვით, რომ თქვენი მთავარი მოვალეობაა ის, რომ ეკრანზე კარგად გამოიყურებოდეთ. გამოდის, რომ ბევრ დროს უთმობთ ამ საზრუნავს...

- იცით რაშია საქმე, იმდენად დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ კარგ ფორმაში ვარ, რომ არ მაქვს უფლება, ეკრანზე ცუდად გამოვჩნდე, ეს ერთგვარი პატივისცემის გამოხატვაცაა ჩემი მხრიდან, იმ მაყურებლის მიმართ, ვინც ხშირად Facebook-სა თუ Instagram-ზე აღფრთოვანებას გამოხატავს და ხშირად მეკითხება რჩევებს. რაც შეეხება სამზადისს, არის რაღაცეები, რაც უნდა გაითვალისწინო, ვგულისხმობ იმას, თუ რა როგორ გამოჩნდება ეკრანზე.

- რაც შეეხება თქვენს ულამაზეს კაბებს, რომლებიც ეკრანზე გაცვიათ, იქნებ გაგვიმხოლოთ მათი ღირებულება?


- ის სამოსი, რომელიც გადაცემის ჩაწერაზე მაცვია, სხვადასხვა წამყვანი ბრენდების კოლექციებიდანაა, ძირითადად 2017 და 18 წლის კოლექციებიდან, ხშირად შემიძენია კაბა, რომელიც შემდეგ ჩემს გემოზე გადამიკეთებია მკერავის დახმარებით, მთავარია, მოიხდინო სამოსი, ხოლო თუ რამის შეცვლა მინდა და ვიცი, რომ უკეთესი იქნება, გადაკეთებებს არ ვერიდები. რაც შეეხება სამოსის ღირებულებას, ამაზე საუბარი ცუდ ტონად მიმაჩნია, სხვადასხვა დროს არაერთ სიტუაციაში ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც უნდა გავიმეორო.

თავად ია ფარულავამ კონკრეტული ბრენდებისა და მათი ფასების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ, თუ რომელი ბრენდის, რომელი კოლექციიდანაა მისი საეკრანო გარდერობი შემდგარი და რა არის მისი ტანსაცმლის ღირებულება:

Rating


ეს ულამაზესი ყვავილებიანი კაბა "დოლჩე და გაბანას" 2018 წლის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 2500 $-ს შეადგენს.

Rating

"დოლჩე და გაბანას" ორეული 2017 წლის კოლექციიდან, ფასი - 1500 $.

Rating



ეს ულამაზესი კაბა კი „გუჩის“ მოდის სახლს ეკუთვნის. ის მუდმივი კოლექციიდანაა და მისი ღრებულება 3800$-ია.

Rating





ეს ულამაზესი „დოლჩე გაბანას“ კოქტეილებიანი კაბა კი 2017 წლის კოლექციის ნაწილია და მისი ღირებულება +2000$-ია.


Rating


„დოლჩე გაბანას“ 2017 წლის კოლექცია. ფასი: 2000$

Rating

„დოლჩე გაბანას“ 2018 წლის კოლექცია. ფასი 1500$.


Rating



ზედა „დოლჩე გაბანას“ 2018 წლის კოლექციიდან. + 1000$

Rating

ეს ულამაზესი კოპლებიანი კაბა კი „დოლჩე გაბანას“ 2016 წლის კოლექციიდანაა და მისი ფასი 1500$-ია.

Rating

წითელი კაბა როლან მიურეს მუდმივი კოლექციიდან. ფასი 1000$


Rating

ზედა -  "გუჩის" 2018 წლის კოლექციიდან. ფასი: 1500$

Rating



"ივ სან ლორანის" 2016 წლის კოლექცია. ფასი 2500$

Rating


ზედა - „დოლჩე გაბანა“. ფასი - 900$. შარვალი - „ეტრო“, ფასი - 600$

Rating


ეს მწვანე კაბა კი „მიუ მიუს“ 2017 წლის კოლექციიდანაა. ფასი: 2000$


Rating


კაბა "ბალენსიაგას“ 2016 წლის კოლექციიდან. ფასი +2000$

Rating


ეს ყვავილებიანი კაბა კი, რომელიც ანონსში ვნახეთ და ჩვენი ყურადღბის მიღმა არ დარჩა, „დოლჩე გაბანას“ წლევანდელი ზაფხულის კოლექციიდანაა და ის 1500$ ღირს.



ზაურ მირიანაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
...
ზაურ, მეტი საქმე არ გქონდა, იას გარდერობში რომ არ გადაშვებულიყავი თავით? ალბათ, იფიქრე, რომ ჩუკენობას მაინც აჯობებსო...
19:03 / 06-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ვაიი ჩვენი ცოდვაა, ფარულავას კაბების ფასებს ამარიჟაჯებთ კი არა ბავშვები და მრავალშვილიანი დედები მშივრები არიან, იმას მიხედეთ და სიკეთე თესეთ, ფარულავას ერთი კაბის ფასი მაინც მიეცით წლის განმავლობაში, ვაი თქვენს პატრონს , და ჩვენს თავს,
13:52 / 27-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სარა
ნაჭრის ყიდვა და კოპიის შეკერვა დღეს აღარაა პრობლემა, არამგონია ყველა კაბა მაგ ფასიანი ეცვას რაც დაწერეთ. ისე რა არის ზამთარ ზაფხულ ამდენი სიჭრელე, ნუ გაზაფხულზე და ზაფხულში მესმის. რა ვიცი.
06:52 / 22-02-2019
გამოხმაურება / 0 /
123
ია დახვეწილი ქალია, კარგად იცვამს, უხდება ყვავილებიანი კაბები, გემოვნებას ვერ დაუწუნებ, მაგრამ როგორც მსახიობი, ვერ შედგა, ლამაზი და ულამაზესი საერთოდ არ არის, საშუალო გარეგნობის თავმოვლილი ქალია. ნუ, მე მომწონს ია ფარულავა.
23:44 / 21-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ტამოს
თამო იებიზე რამდენია მაქსიმუმ 15 დოლარი ღირს, იყიდე ოცნება ტუ გაქვს ეს ქალი უფრო ლამაზდება და ახალგაზრდავდება
14:45 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ასაკი ჩაასწორეთ!
ია 39წლის როდის იყო თვითონაც აღარ ახსოვს უკვე, მე რომ 19წლუს ვიყავი მაშინ შევხვდი და მგონი მაშინ იყო 40წლის, მე ეხლა 40წლის ვარ უკვე და ის ისევ 39ის როგორ არის???
17:55 / 12-10-2018
გამოხმაურება / 1 /
ქეთი
52-ის არის,ასე რომ 19 წლის რომ იყავით ვერანაირად ვერ იქნებოდა ია 40 წლის :)
01:18 / 24-01-2019
tamo
როგორ მინდა ერთი კარგი კაბა,ყვავილებიანი პრინტით,მაგრამ...ია მაგარია, ბუნებრივად ლამაზი ამ ასაკში,საოცრებააა
18:28 / 10-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მარინე
ია მაგარია მიუხედავად (ნუ ხან წაიცანცარ წაიუზრდელებს :)))..)მარა ნუ მაინც იაა რა! ხო უმაგრსია თავისი არაორიდინალუობითა და ბუნებრივობით . ვაფასებ ადამიანს როცა რც არის ისაა! და ნუ ლამ,აზი და ნიჭიეროიც როა აღარ ვამახვილებ ამაზე...
13:53 / 09-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS