ია ფარულავასა და ტარიელ სუარის ეპატაჟური ქორწინება სკანდალურად დასრულდა. ტარიელმა საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სოც. ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის განმარტავდა დაშორების მიზეზებს და ბოდიშს უხდიდა იას, გადატანილი სტრესის გამო. ტარიელის
ნინი ბადურაშვილის ოჯახური კონფლიქტიც მისმა ყოფილმა ქმარმა, ირაკლი კუტალაძემ გაასაჯაროვა, მაშინ, როცა მომღერალი ჯერ კიდევ ფეხმძიმედ იყო. კუტალაძემ ინტერვიუში თქვა, რომ ნინიმ ის კანონიერი ქორწინებით ბავშვის გასაჩენად გამოიყენა და რომ სინამდვილეში, მომღერლის მიზანი ოჯახის შექმნა არასდროს ყოფილა.
„შე იდიოტო, რას ლაპარაკობ? ამაზე კრეტინი კაცი ცხოვრებაში არ შემხვედრია“,- ასე გამოეხმაურა სოც. ქსელში ირაკლი კუტალაძის განცხადებას მომღერალი ქეთა თოფურია და დასძინა, „ნინი ბადურაშვილი არის თავმდაბალი, კეთილი და საერთოდ, არაჩვეულებვრივი ადამიანი, ირაკლის ნათქვამი სისულელეა და მეტი არაფერი“. თავად ნინიმ კი თქვა, რომ ეს გამწარებული ადამიანის ლაპარაკია და არ სურს ამაზე საუბარი.
ნინი ბადურაშვილის ოჯახს უკავშირდება სხვა სკანდალებიც. ეს გახლავთ სკანდალი ბინასთან დაკავშირებით და მოსამსახურის და ეკა კახიანის დაპირისპირება. მოსამსახურე აცხადებდა, რომ მსახიობმა მას ქურდობა დააბრალა.
შორენა ბეგაშვილისა და ბაგრატიონის რომანი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რომანი იყო ქართულ შოუბიზნესში. მსახიობმა დაშორების შემდეგ ღიად ისაუბრა ინტიმურ დეტალებზე და მეფესთან დაშორების მიზეზად მისი ცოლი, ანა დაასახელა. შორენამ თქვა, რომ ისინი მოფერებით დედას და მამას ეძახდნენ ერთმანეთს და რომ სახლშიც ძალიან ხშირად დადიოდა. ბაგრატიონებს არ მოსწონდათ ბეგაშვილი, ამბობდნენ, რომ ის საკუთარი თავის პიარის მიზნით ლაპარაკობდა ყველაფერს.
თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატი იყო. "ჭორები გიასა და ეკას რომანის შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ქალაქში. ბოლოს და ბოლოს, დადგა დღე, როცა ჭორებმა თამრიკოც შეაწუხა და გიას დაელაპარაკა, რა ხდებაო. გია გადაირია, რა უნდა ხდებოდესო. ერთი პერიოდი ოჯახური სკანდალი მინელდა, მაგრამ არა ეკასა და გიას ურთიერთობა. ერთხელ გიას ტელეფონი შემთხვევით სახლში დარჩა. თამრიკომაც "სრულიად შემთხვევით" აპარატი ხელში აიღო და პირველივე ღილაკზე თითის დაჭერით ეკასთან მოხვდა. ძალიან გაბრაზდა. წავიდა ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში და გიას ეკასთან დარეკილი ზარები ამოაბეჭდინა. გიას ბოლო სამი თვის მანძილზე 300-ზე მეტჯერ ჰქონდა დარეკილი. აქ დამთავრდა მათი ოჯახური თანაცხოვრება", - იხსენებს ოჯახის მეგობარი. შეგახსენებთ, თამრიკო და ეკა ახლო მეგობრები იყვნენ.
ნინა წკრიალაშვილის მამამ ქალიშვილთან კონტაქტი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო შეწყბიტა. “6 თვეა ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი იმიტომ, რომ მაგ ქალბატონისა და ჩემი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება! როცა ჩვენს შორის საუბარი იყო, მეუბნებოდა – რა ვქნა, ვიცი, რომ გული გტკივა, მაგრამ მაგათ სამსახურში ვარ და სამსახურის გარეშე ვერ დავრჩებიო! ამაზე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობდი – შვილო, არ გინდა მაგათ სამსახურში ყოფნა-მეთქი” , – აცხადებს ნინა წკრილაშვილის მამა.
მერიემ კაკაურიძე