დეტალების გასაგებად ჩვენ ემრეს დავუკავშირდით. მან გვიამბო საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი და გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ.
მსახიობმა ისიც კი გვითხრა, რომ ქართულის სწავლას აპირებს.
ემრე ქიზილირმაკი
- ჯერჯერობით „გამარჯობა“ ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ქართულად ვისწავლე.
- აპირებ ქართული ენის სწავლას?
- დიახ,
- მოგვიყევი შენზე, მართალია, რომ გარდა მსახიობობისა, კალათბურთით ხარ დაკავებული?
- მე ვიყავი კალათბურთელი, მაგრამ ახლა ეს უბრალოდ ჰობია ჩემთვის, კარგი ჰობი (იღიმის)... ვთამაშობდი ეროვნულ გუნდში სკოლაში სწავლის პერიოდში. შემდეგ კალათბურთი მუსიკამ ჩაანაცვლა ჩემს ცხოვრებაში. როკ-ჯგუფი მქონდა, ვმღეროდი და გიტარაზე ვუკრავდი. მას შემდეგ, რაც ჩემმა მუსიკალურმა ჯგუფმა შეწყვიტა არსებობა, როცა უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, დავიწყე მოდელობა სტამბულში. მივიღე მონაწილეობა "საუკეთესო თურქი მოდელის" კონკურსში და მეორე ადგილი მომანიჭეს. შემდეგ მიმიწვიეს სამხრეთ კორეაში საერთაშორისო კონკურსზე და იქ 50 ქვეყანას შორის საუკეთესო მოდელად მაღიარეს. შემდეგ გადავწყვიტე, მიმეღო სამსახიობო განათლება და ჩავაბარე გამოცდა კადირ ჰასის უნივერსიტეტში.
- რატომ შეწყვიტა თქვენმა როკ-ჯგუფმა არსებობა?
- ვხვდებოდით, რომ ვერ მივაღწევდით წარმატებას მუსიკის ინდუსტრიაში. ამიტომაც გადავწყვიტე, მომეძებნა სხვა გზა წარმატებული კარიერისთვის. 2009 წელს დაიწყო ჩემი პირველი სერიალი - "aşk bır hayal", რომელშიც მთავარ როლს ვასრულებდი. ამ სერიალის 75 ეპიზოდს მოჰყვა "dedektif memoli"-ს 13 სერია. შემდეგ იყო: "kara para aşk" - 55 სერია, "bir deniz hikayesi" - 9 სერია... ასევე მაქვს მთავარი როლი შესრულებული სრულმეტრაჟიან კინოფილმში "peri masali" და "aşk masalı". ახლა კი, ჩამოვედი საქართველოში, რომ გადავიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი თურქეთისა და საქართველოს ნამდვილ ისტორიაზე. ერეკლე ბადურაშვილი ჩვენი დირექტორია, ნინი ბადურაშვილი კი - ჩემი პარტნიორი. განაგრძეთ კითხვა: