„6 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა.
თავიდან ყველა სამსახურში ვცადე ბედი. ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი. აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მთელი სიცოცხლე ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც, ძიძადაც. ამ ბოლო ორი სამსახურიდან გამომიშვეს, ეს საქმე არ იციო.
მიმტანად
ყველაფერი გავაკეთე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. დავიწყე ენის შესწავლა, კასტინგებზე სიარული, მაგრამ ყველა კასტინგზე ითხოვდნენ, რომ მწვანე ბარათი და მუშაობის უფლება მქონოდა.
ადვოკატმა ლევან ნაცარიშვილმა გამიკეთა საბუთები, საელჩოში ყველა დაარწმუნა, რომ ჩემთვის მწვანე ბარათი უნდა მოეცათ.
არ შემიძლია, უღრმესი მადლობა არ გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. მან დამიწერა სარეკომენდაციო წერილი, რამაც, ფაქტობრივად, გდამწყვეტი როლი ითამაშა. ერთადერთი მომღერალი ვიყავი, რომელსაც რეკომედაციას საქართველოს პრეზიდენტი უწევდა. სამუშაო ვიზა რეკორდულ დროში მომივიდა“. დაათვალიერეთ ფოტოები: