ახალგაზრდა მამაკაცი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. მის შესახებ საუბრობდა ყველა - სოციალური ქსელის მომხმარებლები, თუ ტელევიზიები.
გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გთავაზობთ, დიმიტრი ტატიშვილის ემოციურ პოსტს, რომელიც ჯერ კიდევ ივლისში გამოქვეყნდა ინტერნეტმედიაზე.
"მოდით ყველა დავფიქრდეთ!!! ყველას რაღაც გვეშლება და ვაღიაროთ კიდეც. მოდი ვიფიქროთ იმაზე, რომ ხვალ და ზეგ 'დღეს' აღარ იქნება!!! ვიფიქროთ
სიცოცზლით სავსე ბიჭები დაგვეხოცნენ ერთ კვირაში. იქეთ გოგას მეგობარი, ჩემზე პატარა ბიჭი. აგერ გიო ხუციშვილი იქ კინაღამ ზურამ წაიღო წერილი და ზუსტად იმის სიტყვებმა ამიჩუყა გული. რატო არ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული. რატო გვახარებს ერთმანეთის დაცემა?!
ნუთუ არსებობს იმაზე დიდი "ეგოისტური" ბედნიერება სხვას რომ გაახარებ, დაეხმარები, მიაწოდებ და მერე ცხვირში არ ამოადენ.
ხო შეგვიძლია 5 "საროჩკიდან" 2 სხვას მივცეთ. ის ორიც ხომ გათბება, გალამაზდება გაუხარდებათ ზრუნვა.
მერე უკან რო შვილები მოგყვება ეს სულ დავიწყებული გვაქვს მგონი. ბაბუას ნაჭამი ტყემალიც, არადა რა სიამაყეა როცა შენ ბაბუაზე ამბობენ უპატიოსნესი უკეთილშობილესი კაცი იყო!!! კარგი მოსასმენია!!! ჩვენ ვფიქრობთ რას ეტყვიან ჩვენ შვილებს ჩვენზე?!
არადა ვინ დარჩენილა ამ ქვეყანაზე მარადჟამს. ყველანი წამსვლელები ვართ და მაინც ერთმანეთის შუღლში და მტრობაში ვატარებთ.
წუთი რომ არის ჩვენი ცხოვრება არც ჩვენი მოგონილია და არც შექმნილია მითუმეტეს. ვიცხოვროთ ისე გააზრებულად რომ ყოველთვის გვახსოვდეს ცხოვრობდნენ უჩვენოდ და დაგვახვედრეს სიყვარული და მისი ნიჭიც და გამოვიყენოთ!!!! შეგვიძლია
100 წელს.იცოცხლეთ სულ ყველამ მიყვარხართ", - წერდა სოციალურ ქსელში დიმიტრი ტატიშვილი.