21 სექტემბერი, 2018
"ჩხარტიშვილთან, სუფრაზე მე გახლდით თამადა... ბერა დავლოცეთ, ბატონი ბიძინა ძალიან გახარებულია"
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა მო­რი­გი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც "ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლის ლა­პა­რა­კია აღ­ბეჭ­დი­ლი. ოქუ­აშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც 2 წლის წინ შედ­გა, თამ­ბა­ქოს ბა­ზარ­ზე წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა. სა­უბ­რი­სას ახ­სე­ნე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც. ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ სტუმ­რობ­და ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს ოზურ­გეთ­ში, ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გახ­სნა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ თავ­ყრი­ლო­ბას ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლიც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ შეხ­ვედ­რა არას­წო­რად გა­შუქ­და და, რო­გორც გვი­თხრა,
ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბით ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლია:

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა­ღას ერ­ჩი­ან ვერ ვხვდე­ბი... ხუთი სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­თა­ნო და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თით­ქოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გამო... ჩემი ხომ გჯე­რათ, ხალ­ხო? - ძა­ლი­ან დიდი ხანი ვემ­ზა­დე­ბო­დით გუ­რი­ა­ში ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გა­სახ­სნე­ლად. სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრი აშენ­და ოზურ­გეთ­ში, რომ­ლის ასა­შე­ნებ­ლად ზრუნ­ვა ჯერ კი­დევ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს და­ვი­წყეთ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნა­ძე­ნია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! უცხო­ელ სტუმ­რებს მო­ვიწ­ვევთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა და მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა! ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ამ "რუს­თა­ვი 2"-ის, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან, კაცო?! ყვე­ლას­თვის დიდი საქ­მე გა­კეთ­და დღეს ოზურ­გეთ­ში, ესე­ნი კი­დევ რას ავ­რცე­ლე­ბენ?!

- რად­გან ხუთი სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სტუმ­რად ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­თან, ეჭვი გაჩ­ნდა, რომ ეს ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს უკავ­შირ­დე­ბო­და...

- ვინ იყო კაცო ხუთი სა­ა­თი? ორი-სამი სა­ა­თი თუ იქ­ნე­ბო­და, ში­ნა­უ­რუ­ლი შეკ­რე­ბა გვქონ­და. თუნ­დაც მთე­ლი კვი­რა იქ ყო­ფი­ლი­ყო, რა მა­გა­თი საქ­მეა?! ბავ­შვი­ვით ხომ ვერ და­ვი­წყებ დე­დის და­ფი­ცე­ბას, რომ იქ ნამ­დვი­ლად ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გახ­სნა ვი­ზე­ი­მეთ?! სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა "იბე­რი­ის" ხსე­ნე­ბა, კა­ცო­ბას, ჩემს ქვე­ყა­ნას გე­ფი­ცე­ბით! ამ­ბო­ბენ, მო­ი­ტყუ­ეს თით­ქოს ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გახ­სნა იზე­ი­მე­სო, ისე იმის დედა, ვინც იტყუ­ე­ბო­დეს! შვი­ლებს გე­ფი­ცე­ბით, იქ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რად­გან ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი ვი­ყა­ვით... "ბა­სი­ა­ნის" ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ ჩვენ­თან ერ­თად. ბი­ძი­ნა ცოტა გვი­ან შე­მოგ­ვი­ერ­თდა... ჩვენ­თვის რომ ეთ­ქვათ, რომ "იბე­რი­ის" წი­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი სდო­მო­დათ, მე რის­თვის და­მის­წრებ­დნენ, რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი?! ისე კარ­გი გა­მახ­სე­ნეთ, თუ ასე ყვე­ლა ითხოვს, მეც მო­ვი­თხოვ "იბე­რი­ი­დან" და წა­მო­ვი­ღებ წი­ლებს... ვაი, დე­და­სა! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
არდევანი
რატომ სჭირდება ბატონ ბიძინას და მის გარემოცვას თავის გამართლება? აშავებენ რამეს? ვინც ქვეყანა დაანგრია იმათ არც გამართლება სჭირდებათ და არც პასუხს ეკითხება არავინ.
17:22 / 23-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS