19 თებერვალი, 2014
''დღეს საქართველოში ყველა წაკუზულია...''
იგივე რომ პირში უთხრან ერთმანეთს, უარესი რაღაც მოხდება ან დაარტყამენ. კომპიუტერთან ყველა ლაღია და მეტი არაფერი მას ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ, მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ზედმეტი გულახდილობა და ეპატაჟი გახლავთ. მიუხედავად ამისა, გია ჯაჯანიძის სტუმრობას ყველა გადაცემაში უამრავი მაყურებელი ჰყავს. პროფესიით ფსიქოლოგია, კარგი შოუმენიც, ყველა თემაზე თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს, თუმცა ჩვენი საუბარი თურქული სერიალების ეპიდემიით დავიწყეთ.

- ბევრ ადამიანს ველაპარაკები ამ თემაზე. მინახავს განათლებული, ინტელექტუალური პიროვნება აწყობილი ცხოვრებით, მაგრამ მაინც უყურებს. ვიღაც გასართობად უყურებს. ზოგს
სიყვარულის მოთხოვნილება აქვს და ძალიან განიცდის პერსონაჟების ბედს. 20 წლის ვიყავი და იცით, ყბადაღებული თემაა და, მაშინ ვმკითხაობდი. ერთ ქალბატონს შევხვდი, რომელიც სერიოზულად მოვიდა სამკითხაოდ. სხვაზე უნდოდა მკითხაობა. უცებ ვეკითხები, ყავა ვის სახელზეც დალიეთ, ფეხები ხომ არ აწუხებს-მეთქი. დამეთანხმა. ბევრი ვისაუბრე მკითხაობის ობიექტზე და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სერიალის გმირ კოჭლ გვადალუპეზე მამკითხავებინა. რაც შეეხება თურქულ სერიალებს. ძალიან ჭკვიანი რეჟისორები ჰყავთ და სწორედ იმას მიაგნეს, რისი ყურებაც ადამიანებს უნდათ. მე თავად არ ვუყურებ, დაღლილი ვარ სხვისი ცხოვრებით, არ მინდა, თურქულ სერიალზე ვიტირო.
- ბევრი ცნობილი მეგობარი გყავთ, მათ თუ ასრულებიათ თქვენი მკითხაობიდან რამე? ახლახან ია ფარულავამ თქვა, რომ სურაგატი დედის აყვანას აპირებს. გითქვამთ მისთვის, რომ შვილი ეყოლებოდა?
- ადრე ვუთხარი, რომ გათხოვდებოდა. ძალიან ადრე მაქვს ნათქვამი, რომ შვილი ეყოლებოდა. იას გავახსენე, რომ გათხოვებაზე ვუთხარი და დამეთანხმა, მაგრამ შენ მითხარი, რომ ძალიან მდიდარი იქნებოდაო. მდიდარი არ არის, კაცი ასეთი მუსიკოსია-მეთქი (იცინის). ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველას ყველაფერი უსრულდებოდა. რომც მახსოვდეს, არ მოგიყვებით, რადგან კონფიდენციალურია. დღესაც მაწუხებენ, მაგრამ 1993 წელს, მას შემდეგ, რაც ვიმარხულე და აღსარება ვთქვი, აღარ ვმკითხაობ. ის პერიოდიც ამომაშხამეს. არადა, მე ვთქვი ერთ-ერთ შოუში და მერე აიტაცეს. ერთხელ ისიც ვთქვი, იმ პერიოდში, როცა თბილისი გადაშავებული იყო, წითელი შარვალით დავდიოდი-მეთქი. ქვეყანა დაინგრა. როგორ შეიძლება, კაცს წითელი შარვალი ეცვასო, არადა, ცხოვრებაში არ მცმია წითელი შარვალი, რა მალაპარაკებდა, ვითომ სტერეოტიპებს ვარღვევდი (იცინის).
- ''ტაბულას'' ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილის გადაცემას სტუმრობდით, სადაც თამარს რაღაც ნივთი აჩუქეთ და უთხარით, რომ იმ ღამეს დაესიზმრებოდით. თუ გნახათ სიზმარში?
- არა, იმ ღამეს თამარს არ ეძინა, ვერ მნახავდა (იღიმის). როდესაც დამირეკეს, ვკითხე, შეიძლება, თქვენს შოუში თამამად ვისაუბრო-მეთქი? - რაც გინდა, ქენიო. მე მიყვარს შოუ, შოუმენი ვარ. ამიტომ წავიღე აგურები, წინასწარ ჩემს ტვინში დავდგი შოუ. მანამდე მითხრეს თამარზე, რომ შარიანი და ექსცენტრიკულიაო. არადა, ძალიან კარგი სიტუაცია შექმნა და კარგი ადამიანია. შემდეგ ამ ამბის გაგრძელება მომეწონა. ხომ შეეძლო ეთქვა, არ მინახავს, მომატყუაო. არა, თქვა, რომ ვიხუმრე. სწორად გაიგო. მე რომ შემეძლოს, რაღაც ნივთი მოგცე და ღამე დაგესიზმრო, გამოდის, რომ დავფრინავ. ეს იყო ჩვეულებრივი შოუ. უცნაური ჩვევა მაქვს, როგორც კი რაღაც შემომაკლდება, ვიტყუები, მაგრამ შანსი არ არის, ერთ საათში მაინც რომ არ ვაღიარო. მაგალითად, ვურეკავ მეგობარს, რაღაც საოცრებას ვუყვები, გაგიჟდება, გადაირევა და მერე ვეუბნები, რომ მოვატყუე.
- რას იტყუებით?
- ძირითადად, საკუთარ თავზე, ბოლოს მოვიტყუე, როგორ დავიკარგე რიგაში. ძალიან მაღიზიანებს, როცა ჩემზე ამბობენ, რომ პოპულარობისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ამ პოპულარობას ტაფაზე ვერ დავდებ და შევწვავ, რომ მიცანი, რა მოხდა მერე? ყველაზე საოცარი ის არის, რომ ყველა თინეიჯერს უნდა, ცნობილი იყოს, მაგრამ არ იციან, რა სიმწარე ელოდებათ. მალე ჩემი შოუ მექნება, ორი პროექტი მაქვს, ორივე ძალიან კარგად მიიღეს ტელევიზიაში, ან ერთი გავა, ან - მეორე. ღამე გავა, კეთილი გადაცემა იქნება, მაგრამ კარგად შეფუთული. ოღონდ მეტი არაფერი მკითხოთ.
- ამ ეტაპზე კიდევ რას საქმიანობთ?
- მეორე წიგნზე ვმუშაობ, ჟურნალს ვაკეთებ, სულ საქმეში ვარ. კერძო დაკვეთებიც მაქვს. აუცილებლად დაწერეთ, რომ პაციენტებს არ ვიღებ. საქართველოში პირადი ფსიქოლოგის ინსტიტუტი ვერ ჩამოყალიბდა.
- ძირითადად რა სახის პრობლემები აწუხებთ ადამიანებს?
- ფინანსური, სიყვარული, პიარი - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტელევიზიით გამოჩნდნენ და მათი ინტერვიუები პრესაში დაიბეჭდოს. რაც შეეხება სიყვარულს, როგორი კაციც ქალებს უნდათ, ასეთი არ არის. სექსი აქვთ გადასარევი და ფული არ აქვთ, ან პირიქით.
- ბოლო დროს ბევრი ოჯახი ინგრევა. ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ ქსელსაც ასახელებენ.
- ოჯახები ორი მიზეზით ინგრევა, კაცი იქ მიდის, სადაც ისვენებს და ტვინს არ უბურღავენ. მეორეა ფინანსური. რაც შეეხება სოციალურ ქსელს, მაშინ რატომ არ ხდება ასე უცხოეთში? მერე ის ოჯახიც ინგრევა, რომელიც სოციალური ქსელით დაუკავშირდა ერთმანეთს. როდესაც მიმოწერა გაქვს, რაღაც შეგეშლება და გაასწორებ. სულ მიკვირდა, ქალები, რომლებიც წარსულში ბოზობდნენ, შემდეგ სულ პატიოსნებაზე იწყებენ საუბარს. ახლა მე დამეწყო იგივე, ვამბობ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გარეგნობას, შემიძლია, ბაზრობაზე ნაყიდი მაისური ჩავიცვა-მეთქი და მორალზე ვიწყებ საუბარს. ყველას ყველაფერი გვავიწყდება, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ მახსოვდეს.
- სოციალური ქსელის საშუალებით ცნობილი ადამიანების ნაწილი სხვანაირად გავიცანით. მათი საზოგადოებრივი იმიჯი ადრე განსხვავებული იყო. საჯაროდ არ იგინებოდნენ და შეურაცხყოფას არ აყენებდნენ ერთმანეთს, ახლა შეიძლება, ბევრი ვარსკვლავის სტატუსმა გაგვაკვირვოს.
- ვისზე ლაპარაკობთ? მქონდა შემთხვევა, როცა ჩემზე რაღაც ცუდი დაუწერიათ, მინდოდა დამეწერა, მეგინებინა, მაგრამ ვერ დავწერე, ჩემს სტატუსებში ვერსად აღმოაჩენთ უცენზურო სიტყვას. თვითცენზურა მაინც არსებობს, რაღაცები შენს თავს არ უნდა აკადრო.
- კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით, შორენა ბეგაშვილისა და თიკო სადუნიშვილის, ასევე სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის ჩხუბი სოციალურ ქსელში.
- თქვენ ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ თიკო სადუნიშვილი და შორენა ბეგაშვილი ხვალ შეიძლება, ერთ სკამზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთი უყვარდეთ. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ ყველა ადამიანს მოსდის დედმამიშვილთან ჩხუბი, ყოფილა შემთხვევა, რომ შეყვარებულმა შეყვარებულს დაარტყა და შემდეგ ცოლად მოიყვანა. ერთ ცნობილ ქალბატონს შეყვარებულმა ''დინამიკებზე'' არტყმევინა თავი და იმ ღამეს ისევ ერთად იყვნენ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძვალი პრესისთვის.
- გასაგებია, მაგრამ მანამდე ხომ არ ლაპარაკობდნენ ამაზე პრესასთან?
- თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა... დღეს საქართველოში ყველა წაკუზულია. სირაქლემის პოზა აქვთ მიღებული, ოღონდ არ დაინახონ. იგივე რომ პირში უთხრან ერთმანეთს, უარესი რაღაც მოხდება ან დაარტყამენ. კომპიუტერთან ყველა ლაღია და მეტი არაფერი. ყველაზე საოცარი ის არის. რომ მე შორენასაც ველაპარაკები, თიკოსაც და პირად საუბარში ისინი ერთმანეთს არ ლანძღავენ. ეს იყო ძალიან კარგი პროვოცირება. ჟურნალისტები რომ მირეკავთ ინტერვიუზე, უკვე ვიცი, რა თემაზეც უნდა მელაპარაკოთ, რას დაწერთ და რას - არა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
Nia
გია, როცა ჩვენთან სწავლობდით, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ასე არ უბერავდით. იმ გიასგან არაფერი შემორჩა? თქვენ კარგი ფსიქოლოგი იყავით, ახლა ინდივიდუალიზმს და პროფესიას კრგავთ!
18:00 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მკითხავი
ჯაჯანიძემ ია ფარულავას უწინასწარმეტყველა მელაძის გადაცემაში.გრანდიოზული ქორწილით გათხოვდებიო და ჩვენი ია კი გათხოვდა გრანდიოზულ ალფონს მუქთამჭამელ ტარიელცარიელაზე...ხახახხხახახახა
11:16 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
გია გენიალური ხარ! მიყვარხარ!მაგრად გლიჯავ!
04:42 / 22-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ჯაჯანიძის დანახვაზე სულ მინდა ვიყვირო ამ კაცს ხალხი ყოველ დღე მადლობას უნდა უხდიდეს რომ გასწავლიტ როგორ უნდა განთავისუფლდეთ შინაგანად!!!!!! როგორ უნდა მიაღწიოთ ჰარმონიას ტქვენსა და არსებულ რეალობასთან,რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა არ ღირს ფარულავაზე და მისტანებზე დახარჯო! დიდი მადლობა გია რომ გვყევხარ!!!!
04:40 / 22-02-2014
გამოხმაურება / 0 /
PIPO
ამ ქათამს ლანძღავდა ხალხი და მოდერატორმა ჯაჯანიძეს გული რომ არ გასკდომოდა წაშალა:))))
00:34 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქისი
მტერი გათხოვდა ისე რავარც ბიცოლა ფარულავა გათხოვდა.სარჩენი შემოიკედლა,მქნელი მაინც მეყოლებაო,თანაც რეგისტრირებული არაა მაგათი ქორწინება,ჯვრისწერა ხალხის დასანახად მოხდამაგრამ როდემდე გაუძლებს მუქთამჭამელას საკითხავია.რა შვილი რა სუროგაცია,ხოსროს საკუთარი შვილი არ უნდა და საერთოდ მატყუარა იანასი რამე გჯერათ.....აკი არ მინდა არც შვილი და არც ქმარიო ნანუკასთან და პტოფილში ლაქლაქებდა,მარტოობით ქალი თურმე ძალიან ბედნიერი ყოფილა აღმოვაჩინეო.ყველა ინტერვიუში სხვადასხვა ტუილებით გვაბრუებს და ბოლოს თვიტონაც ისე გაბრუვდება ასათიანზე მოათავსებენ.
10:39 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS