17 სექტემბერი, 2018
"ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი..." - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან და რა მიზეზით
რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თე­ატ­რი­დან 6 მსა­ხი­ო­ბი და ერთი ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­უშ­ვეს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის არი­ან: ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, ნა­თია კვა­შა­ლი, გოგა გვე­ლე­სი­ა­ნი და ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რი­დან რო­ბერტ სტუ­რუ­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა, ეს სა­ჯა­როდ არა­ვინ და­ა­დას­ტუ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად AMBEBI.GE გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს და­უ­კავ­შირ­და.

გოგა გვე­ლე­სი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

"დე­კემ­ბერ­ში გას­დი­ო­
და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვადა, მაგ­რამ ახლა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს თე­ატ­რი­დან. შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლამ­დე ერთი დღით ადრე კად­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, თე­ატ­რში მო­დით, რა­ღა­ცა­ზე ხელი გაქვთ მო­სა­წე­რიო. სათ­ვა­ლე დამ­რჩა და ვერც წა­ვი­კი­თხე, რას ვა­წერ­დი ხელს და თურ­მე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­ვა­წე­რე ხელი მო­ტყუ­ე­ბით, რას ვი­ფიქ­რებ­დი ასე თუ მოხ­დე­ბო­და. წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე თუ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ მსა­ხი­ო­ბებს აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი­დან, რას ვი­ფიქ­რებ­დი.

- ბა­ტო­ნო გოგა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­ბი­კო სტუ­რუ­ას პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­უშ­ვეს. თქვენ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­თან?
- არ მინ­და ვა­რა­უ­დე­ბის დო­ნე­ზე სა­უ­ბა­რი. აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი­დან ასე არ უნდა ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. ამ თე­მა­ზე სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით. დღვან­დელ დღეს, ადა­მი­ა­ნის ასე გაქ­ნე­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან უფრო დას­ჯაა, ვიდ­რე სხვა რა­ღაც.

- გაქვთ სხვა შე­მო­სა­ვა­ლი?

- მე 15 წლის წინ, სახ­ლი გავ­ყი­დე და თან­ხა შე­ვი­ტა­ნე მშე­ნე­ბა­რე­ში, მაგ­რამ არ აშენ­და ის სახ­ლი. ასე დავ­რჩი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი. ახლა ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა მაქვს იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი და დოი (დათო დო­ი­აშ­ვი­ლი) მივა ბან­კში, რომ შე­ღა­ვა­თი გა­მი­წი­ონ, სა­ნამ სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ვარ. ფაქ­ტი­უ­რად, ლუკ­მა-პუ­რის გა­რე­შე დავ­რჩი. იმის გამო, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს, მთე­ლი ზა­ფხუ­ლი სო­ფელ­ში გა­ვა­ტა­რე, აქ უფრო ნაკ­ლე­ბი თან­ხა მე­ხარ­ჯე­ბა. ახლა დავ­ბრუნ­დე­ბი თბი­ლის­ში და ჩემი ერთი თვის კომ­პენ­სა­ცი­ით ვა­ლებს გა­და­ვიხ­დი, შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა­საც შე­ე­ცა­და, მაგ­რამ ის ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობს არც ნი­ნუ­ცას დედა, მსა­ხი­ო­ბი თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლი. მან თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი სმს-შე­ტყო­ბი­ნე­ბით მოგ­ვწე­რა: "პა­სუ­ხი არ გვაქვს, არა­ფე­რი ჩვენ არ ვი­ცით, ასე რომ ტყუ­ი­ლად წუხ­დე­ბით". განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ინგა ნ.
ეს ღრძო ბერიკაცი კიდე ცოცხალია?
00:32 / 18-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS