AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან: ნინუცა მაყაშვილი, ნათია კვაშალი, გოგა გველესიანი და ნანული სარაჯიშვილი. ჩვენი წყაროს ცნობით, მსახიობები თეატრიდან რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, თუმცა, ეს საჯაროდ არავინ დაადასტურა. ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE გათავისუფლებულ მსახიობებს დაუკავშირდა.
გოგა გველესიანი, მსახიობი:
"დეკემბერში გასდიო
- ბატონო გოგა, გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობები რობიკო სტურუას პირადი გადაწყვეტილებით გაუშვეს. თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან?
- არ მინდა ვარაუდების დონეზე საუბარი. აკადემიური თეატრიდან ასე არ უნდა ათავისუფლებდნენ ადამიანებს. ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით. დღვანდელ დღეს, ადამიანის ასე გაქნევა სამსახურიდან უფრო დასჯაა, ვიდრე სხვა რაღაც.
- გაქვთ სხვა შემოსავალი?
- მე 15 წლის წინ, სახლი გავყიდე და თანხა შევიტანე მშენებარეში, მაგრამ არ აშენდა ის სახლი. ასე დავრჩი მოტყუებული. ახლა ერთოთახიანი ბინა მაქვს იპოთეკით დატვირთული და დოი (დათო დოიაშვილი) მივა ბანკში, რომ შეღავათი გამიწიონ, სანამ სამსახურის გარეშე ვარ. ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი. იმის გამო, რომ შესაძლებლობა არ მაქვს, მთელი ზაფხული სოფელში გავატარე, აქ უფრო ნაკლები თანხა მეხარჯება. ახლა დავბრუნდები თბილისში და ჩემი ერთი თვის კომპენსაციით ვალებს გადავიხდი, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი.
AMBEBI.GE კომენტარისთვის მსახიობ ნინუცა მაყაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონს არ პასუხობს არც ნინუცას დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილი. მან თემაზე კომენტარი სმს-შეტყობინებით მოგვწერა: "პასუხი არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ ვიცით, ასე რომ ტყუილად წუხდებით". განაგრძეთ კითხვა: