„არ წახვიდე არ დამტოვო“ გოგიძესი კი არა, თემურ ტემიროვის ზე პოპულარული ჰიტია, не покидай меня!!! უბრალოდ ქართული ტექსტის დადება და ასე საჯაროდ მითვისება ძალიან უხერხულია, გოგიტა! რატო ვიცი ეს ჟანრი ეს სხვა ისტორიაა“, - მოგვწერა ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა.
ნახეთ, რას ყვება ამ სიმღერაზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გოგიტა
- „არ წახვიდე, არ დამტოვო...“, - ამ სიმღერამ ფაქტიურად პოპულარობის პიკს მიაღწია იმ ცნობილი შარჟის შემდეგ...
- ამ სიმღერის პრემიერა ჩემ დაბადების დღეზე, 10 ნოემბერს საქარველოდან წამოსვლამდე გავაკეთე. მინდა გითხრათ, რომ შარჟამდე ამ სიმღერას 8 მილიონი ნახვა ჰქონდა. ასე რომ, მთლად შარჟს ნუ დავაბრალებთ ამ სიმღერის პოპულარობას.
- თქვენ რა რეაქცია გქონდათ ამ შარჟებზე?
- ნორმალური. მშვენიერი პიარია. ამის მერე დამირეკა „ვანოს შოუმ“, „სარკემ“, „ნანუკას შოუმ“, აგერ თქვენ მირეკავთ.
- გოგიტა, ვინმე კონკრეტულს ეძღვნება ეს სიმღერა?
- კონკრეტული პერსონა, სიმღერის ადრესატი არ არსებობს. უბრალოდ მსგავსი განცდები ბევრია ჩემ გარშემო, გლობალურ ჭრილში განვიხილე ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ ბევრის სათქმელი ვთქვი. ჩემთანაც იყო ალბათ მსგავსი განცდები, მაგრამ უფრო ადრე...
პ.ს ჩვენ გადავამოწმეთ და ასეთი სიმღერა რუსულ ენაზე ზემოთ აღნიშნული ავტორის შესრულებით, მართლაც არსებობს. ჩვენ ორივე ვარიანტს გთავაზობთ. დასკვნები თავად გააკეთეთ.
წყარო: პრაიმტაიმი