13 სექტემბერი, 2018
ზუგდიდის ვიცე-მერი სახსრების ტკივილის გამო გადადგა
სახსრების ტკივილი დამეწყო და საცხოვრებლად აღმოსავლეთში მივდივარ - ეს განცხადება, ზუგდიდის ვიცე მერმა, გია გულორდავამ გააკეთა. გულორდავამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

ზუგდიდს ვიცე მერის კომენტარს გამოცემა "stv.ge"-ი ავრცელებს.

“მე მართლაც დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ და შეგიძლიათ ამის შესახებ მერიის პრესცენტრს მიმართოთ, თუმცა გეტყვით, სახსრების ტკივილი დამეწყო ამ ნესტიან ჰაერში და გადავწყვიტე საცხოვრებლად აღმოსავლეთ საქართველოში წავიდე”, - აცხადებს გია გულორდავა.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS