10 სექტემბერი, 2018
ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელმაც შაკირას სახლი გაძარცვა და რა კავშირი აქვს მას გოგა ხაინდრავასთან?
ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტორ­ტე­ტებს მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შეხ­ვდე­ბით. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მსოფ­ლი­ოს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხში­რად ხვდე­ბა.

დღეს გა­მო­ცე­მა "Estrella Digital"-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მომ­ღე­რალ შა­კი­რა­სა და მისი ფეხ­ბურ­თე­ლი მე­უღ­ლის, ჟერ­არ პი­კეს ბარ­სე­ლო­ნას სახ­ლის ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით, ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი გოჩა მა­ი­სუ­რა­ძე და­ა­კა­ვეს.

ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ მას ბრა­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ძარ­ცვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის წა­რუდ­გი­ნა.

შა­კი­რას და პი­კეს სახ­ლი 6 ივ­ნისს გა­ძარ­ცვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, "გო­გი­ტა" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ ჯგუფს, რომ­ლე­ბიც სახ­ლე­ბის ძარ­ცვით
იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

"Estrella Digital"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოჩა მა­ი­სუ­რა­ძე ნა­ძარ­ცვის 50%-ს იღებ­და, ურჩ კრი­მი­ნა­ლებს კი "გო­გი­ტა" გა­ტა­ცე­ბე­ბით, წა­მე­ბი­თა და ცე­მით სჯი­და.


54 წლის გოჩა მა­ი­სუ­რა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "გო­გი­ტა" 1964 წლის 23 აპ­რილს და­ი­ბა­და. ის "კა­ნო­ნი­ერ ქუ­რა­დად" ჯერ კი­დევ 1996 წელს „აკურ­თხეს“.

2009 წლის მა­ის­ში "გო­გი­ტა" სტავ­რო­პოლ­ში და­ა­კა­ვეს, მა­შინ მას ნი­კო­ლოზ გაგ­ნი­ძის სა­ხე­ლი და გვა­რი ეწე­რა სა­ბუ­თებ­ში. მა­ი­სუ­რა­ძეს თავ­და­პირ­ვე­ლად 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა, მალე გა­მო­უშ­ვეს.

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ომში, რომ­ლის დრო­საც ერთ მხა­რეს იყო "დედ ჰა­სა­ნის" დაჯ­გუ­ფე­ბა, მე­ო­რე მხა­რეს კი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძი­სა ("სო­ხუმსკი") და ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ("ტა­როს") კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი, "გო­გი­ტა" ამ უკა­ნას­კნელ­თა მხა­რეს "იბ­რძო­და". 2013 წელს ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბდა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში საქ­მის გარ­ჩე­ვი­სას მოხ­და.

იხილეთ ვიდეო:

იტა­ლი­ელ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა თქმით, იტა­ლი­ა­ში ყოფ­ნი­სას გოჩა მა­ი­სუ­რა­ძე მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი და მისი მარ­ჯვე­ნა ხელი გახ­ლდათ.

გოჩა მა­ი­სუ­რა­ძე 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს, ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ჯერ უკ­რა­ი­ნა­ში, შემ­დეგ ევ­რო­პა­ში წა­ვი­და. ის თავ­და­პირ­ვე­ლად საფ­რან­გეთ­ში, შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და, რის შემ­დე­გაც ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და.

2013 წელს ევ­რო­პოლ­მა, იტა­ლი­ის მო­თხოვ­ნით, ერ­თდრო­უ­ლად სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა ჩე­ხეთ­ში, ლიტ­ვა­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, ავ­სტრი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში და და­ა­კა­ვა ჯან­გვე­ლა­ძის კლა­ნის წვე­რე­ბი, მათ შო­რის იყო გოჩა მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მე­ლიც მი­ლან­ში აიყ­ვა­ნეს.

გოჩა მა­ი­სუ­რა­ძის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს 2012 წლის 25 სექ­ტემ­ბერს, მა­შინ­დე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში გოგა ხა­ინ­დრა­ვა­სა და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რას ასა­ხავს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­სა­ლე­ბი ქარ­თულ მხა­რეს ფრან­გულ­მა ჟან­დარ­მე­რი­ამ მი­ა­წო­და. შეხ­ვედ­რა 2011 წლის 9 ნო­ემ­ბერს საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ კრე­სელ­ში, ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტის რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის - "რეზო ტბი­ლისს­კის" სახ­ლში შედ­გა და მას გოჩა მა­ი­სუ­რა­ძე, ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლი, რა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძე, თა­მაზ გო­გო­ლა­ძე, სულ­ხან თვა­ლჭ­რე­ლი­ძე და მას­პინ­ძე­ლის მძღო­ლი არ­ტურ იუზ­ბა­შე­ვი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მა­შინ­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა სა­პარ­ლა­მენ­ტო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, სა­ნაც­ვლოდ კი ისი­ნი “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე” არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას აღიდ­გენ­დნენ და ძველ გავ­ლე­ნას და­იბ­რუ­ნე­ბდნენ.

საქ­მე­ზე მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბა 223-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­სა და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბას შე­ე­ხე­ბა. გარ­და ამისა, გა­მო­ძი­ე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის კუ­თხი­თაც მუ­შა­ობ­და. გოგა ხა­ინ­დრა­ვა ორ­ჯერ გა­მო­ი­კი­თხა კი­დეც. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS