„რეიტინგი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია, რა ცვლილებები შეიტანა მან გარეგნობაში.
- მერსი, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თქვენს გარეგნობაზე, რა ცვლილებები შეიტანეთ?
- ქალბატონი რაც უფრო ასაკში შედის, ვთვლი, რომ უფრო მეტად მომხიბვლელი ხდება. შესაძლოა, ამან განაპირობა ჩემი გარეგნული ცვლილებები.
სახეზე წარბი ჩემი სუსტი წერტილია. შეიძლება ითქვას, თუ რამეს ვიკეთებ, მხოლოდ წარბების გამო, რადგან მომწონს სწორი წარბები. ასევე გაკეთებული მაქვს ეგრეთ წოდებული ჰოლივუდის ღიმილი.
- რა არის თქვენი სილამაზის ფორმულა?
- ჩემი მთავარი თავის მოვლის და სილამაზის ფორმულა არის ჯანსაღი, სწორად შერჩეული საკვების მიღება, მასაჟი და ფიტნესი, ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს გენეტიკა. სხვთაშორის, ხშირად მეუბნებიან, რომ ეკრანზე ადრე უფრო სავსე ვიყავი, ვიდრე ახლა.
ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ უბრალოდ ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოში საუკეთესო მასაჟისტი ცოლ-ქმარი აღმოვაჩინე, მანუალისტი კირილ ზაიაკინი და საქართველოში ცელულიტის წინააღმდე მებრძოლი ნამდვილი პროფესიონალი ქალბატონი ნინო ფურცელაძე.
ხშირად მომდის ინსტაგრამზე შეკითხვები სწორედ ცელულიტთან დაკავშირებით. ამიტომ გეტყვით, ძვირფასო გამომწერებო, ანდეთ თქვენი სხეული მათ.
ფიტნესს რაც შეეხება, მყავს პირადი მწვრთნელი მიშა ანდღულაძე, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია და სასწაულებს ახდენს.