ძალიან ბევრმა ადამიანმა საჯაროდ მიმართა გადაცემის წამყვანს და "ფაშისტური აზრების" გამო ბოდიშის მოხდა სთხოვა. დღეს წამყვანმა სოციალურ ქსელში გააკეთა კომენტარი და გადაცემის სრული ვერსიაც განათავსა:
"ჩვენი გადაცემის ''დასაბამიდან სასუფევლამდე" მტრებმა გაავრცელეს მორიგი მოკლე ვიდეო, რომელიც ამოჭრეს ჩვენი გადაცემიდან და ატყდა
ახლა აქ ვდებ სრულ ვიდეოვერსიას და იქით მოვუწოდებ ყველა მაგინებელს და დამმუქრებელს, რომ მოინანიონ ღირსი მამის პაისი ათონელის და უფლის წინაშე. პირადად ყველასთვის მიმიტევებია და დროა დაფიქრდეთ, თუ რატომ ვეღარ არჩევთ თეთრს შავისაგან, აბა, ანტიქრისტეს როგორღა მიხვდებით, ვინაა, ის ვერ გაგირჩევიათ, წმინდანი ვინაა და რომ არ უნდა ლანძღავდეთ?"
იხილეთ ვიდეო: