ჟურნალმა "სარკემ" ნუგზარ ერგემლიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც ფრაგმენტებს გთავაზობთ:
- ბატონო ნუგზარ, თქვენი თაობის მამაკაცებიდან ალბათ ბევრი ჰგავს გოგი კირვალიძეს, ის გარკვეული კატეგორიის ადამიანების კრებითი სახეა... ზოგადად თქვენი თაობა რა ღირებულებებით, რა მისწრაფებებით ცხოვრობდა?
- ახლა მეტი თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით
მაშინ რთული იყო კომუნიკაცია, ახლა გვიკვირს, როგორ ვახერხებდით ურთიერთობას. ერთხელ სამი დღე არ ვიყავი სახლში - მეგობრებმა გადავაბით ქეიფი. სახლში დაბრუნებულს მითხრეს, რომ ქალაქ უფადან რეკავდა ვახტანგ კიკაბიძე და ბას გიტარისტად უნდოდა ჩემი მიწვევა "ორერაში". სანამ მე სახლში დავბრუნდი, სხვა იპოვეს. დღეს აუცილებლად მიპოვიდნენ და "ორერას" წევრი ვიქნებოდი...
- თქვენს ცხოვრებაში ყოფილა ფინანსური ჩავარდნები?
- იყო მომენტები, კაპიკი ფული არ მქონდა. ჩემი ნახატი გავიტანე ჭრელ აბანოსთან, მხატვრების გამოფენა რომაა და 50 მანეთად გავყიდე. სიხარულით მივედი სახლში, რადგან ეს უკვე საჭმლის ფული იყო, ეს იმაზე მეტი ფული იყო მაშინ, ვიდრე ახლა 300 ლარია. ახლაც ასე ვარ - თავი გაგვაქვს როგორღაც. ფული რომ არ მაქვს, ონლაინსესხს ვიღებ და მერე ჩავასესხებ ხოლმე.
წესიერ ქვეყანაში ბანკებით ცხოვრობს ხალხი, რადგან ბანკები ადამიანებს არ ახრჩობენ. ჩვენთან კი ბანკი გადასულია დახრჩობაზე, აქ უკუღმაა – ვისაც შემოსავალი აქვს, მას არ ასესხებენ და ვისაც არაფერი აქვს, გარდა სახლის, მას აძლევენ, რათა მერე ის სახლი წაართვან. განაგრძეთ კითხვა: